https://sputnik-georgia.com/20260408/walkashi-karantini-gamocxadda-298017863.html
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო წალკაში კარანტინი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის სამი შემთხვევა. 08.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-08T19:42+0400
2026-04-08T19:42+0400
2026-04-08T19:42+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/15/284381467_0:139:961:679_1920x0_80_0_0_8b560b72f03231897c7023f7cbdc3223.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. წალკის მუნიციპალიტეტში 6 აპრილს მელიის პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ კარანტინი გამოცხადდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.სააგენტოს ინსპექტორის მიერ ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ ცოფით დაავადებული მელა ოთხმა მიუსაფარმა ძაღლმა დაგლიჯა.მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის სამი შემთხვევა.სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა) ცრის.ცოფის პრევენციისა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ყოველწლიურად აცრან საკუთარი შინაური ბინადარი ცხოველები (ძაღლი, კატა) ცოფის საწინააღმდეგოდ.როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად ადასტურებს, რომ მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და სრულად აღმოფხვრაში
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/15/284381467_0:0:961:720_1920x0_80_0_0_b707e0295445b0adbf43e7d8055db08d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო წალკაში კარანტინი გამოცხადდა
მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის სამი შემთხვევა.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. წალკის მუნიციპალიტეტში 6 აპრილს მელიის პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ კარანტინი გამოცხადდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს ინსპექტორის მიერ ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ ცოფით დაავადებული მელა ოთხმა მიუსაფარმა ძაღლმა დაგლიჯა.
დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები – ინფექციის კერის დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება და თავშესაფარში გადაყვანა.
მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის სამი შემთხვევა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა) ცრის.
ცოფის პრევენციისა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ყოველწლიურად აცრან საკუთარი შინაური ბინადარი ცხოველები (ძაღლი, კატა) ცოფის საწინააღმდეგოდ.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად ადასტურებს, რომ მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და სრულად აღმოფხვრაში