https://sputnik-georgia.com/20260408/siaxleebi-saqartvelos-rkinigzashi-298019095.html
„საქართველოს რკინიგზის" სიახლეები – დეტალები
„საქართველოს რკინიგზის" სიახლეები – დეტალები
Sputnik საქართველო
რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები. 08.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-08T22:00+0400
2026-04-08T22:00+0400
2026-04-08T22:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს რკინიგზა
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24036/67/240366798_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_fce978893bb4f4fec2a0cfb1a3d22fb7.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ ახალ რეისებს აამოქმედებს და კომპანიის მოდერნიზაცია განხორციელდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა.გარდა ამისა, პრემიერის თქმით, იგეგმება ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენაც.„შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი,“- აღნიშნა პრემიერმა.ახალი რეისებიპრემიერის თქმით, 2026 წელს რკინიგზას ასევე დაემატება ორი ახალი რეისი.გარდა ამისა, რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები.სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.საქართველოს გავლით სატრანზიტო მიმართულებების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რისთვისაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება.აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ძირითადი ინფრასტრუქტურული მშენებლობები ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24036/67/240366798_430:292:1862:1366_1920x0_80_0_0_eed30c7af127f0609170ac63ad5e149c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს რკინიგზა, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს რკინიგზა, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
„საქართველოს რკინიგზის" სიახლეები – დეტალები
რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ ახალ რეისებს აამოქმედებს და კომპანიის მოდერნიზაცია განხორციელდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა.
„საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით, ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა", - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, იგეგმება ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენაც.
„შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, 2026 წელს რკინიგზას ასევე დაემატება ორი ახალი რეისი.
„აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1,5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე", - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
საქართველოს გავლით სატრანზიტო მიმართულებების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რისთვისაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ძირითადი ინფრასტრუქტურული მშენებლობები ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.