საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო სააღდგომო ლიტურგიას სიონის ტაძარში აღასრულებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსიონის ტაძარი
სიონის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2026
გამოწერა
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო (მუჯირი) სააღდგომო ლიტურგიას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს, ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრიარქოს ცნობით, 8 აპრილს, დიდ ოთხშაბათს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, შვიდგზის ზეთისცხებას აღასრულებს.
9 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, 10:00 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვას აღავლენს, 18:00 საათზე კი წაკითხულ იქნება თორმეტი ვნების სახარება.
10 აპრილს, დიდ პარასკევს, 09:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო შეასრულებს დიდ ჟამნობას, 14:00 საათზე – მწუხრის ჟამს და გარდამოხსნის გამოსვენებას.
11 აპრილს, დიდ შაბათს, 23:00 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს სააღდგომო ლიტურგიას.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს - აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც განსაკუთრებული სიხარულით და ზეიმით აღნიშნავენ.
აღდგომას ქართველები ერთმანეთს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა!“. პასუხად კი ამბობენ: „ჭეშმარიტად აღდგა!“.
ყველა ახალი ამბავი
0