https://sputnik-georgia.com/20260408/saqartveloshi-ucxouri-grantis-cneba-partovdeba-298018076.html
საქართველოში უცხოური გრანტის ცნება ფართოვდება
საქართველოში უცხოური გრანტის ცნება ფართოვდება
Sputnik საქართველო
„გრანტების შესახებ“ კანონის თანახმად, უცხოური გრანტის მისაღებად აუცილებელია მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა. 08.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-08T21:00+0400
2026-04-08T21:00+0400
2026-04-08T21:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას დაიწყებს, რომელიც აზუსტებს გრანტის ცნებას და ზღუდავს შესაბამისი ნორმების გამოყენებას საელჩოებსა და საკონსულოებზე.რომლის ამოქმედების შედეგად გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება.ცვლილებების თანახმად, გრანტად ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენისთვის.გრანტად ასევე მიიჩნევა ფულადი სახსრები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ არის გადაცემული ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული ნორმების მოქმედება არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებზე. „გრანტების შესახებ“ კანონის თანახმად, უცხოური გრანტის მისაღებად აუცილებელია მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველოში უცხოური გრანტის ცნება ფართოვდება
„გრანტების შესახებ“ კანონის თანახმად, უცხოური გრანტის მისაღებად აუცილებელია მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას დაიწყებს, რომელიც აზუსტებს გრანტის ცნებას და ზღუდავს შესაბამისი ნორმების გამოყენებას საელჩოებსა და საკონსულოებზე.
რომლის ამოქმედების შედეგად გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება.
ცვლილებების თანახმად, გრანტად ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენისთვის.
გრანტად ასევე მიიჩნევა ფულადი სახსრები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ არის გადაცემული ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
აღნიშნული ნორმების მოქმედება არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებზე.
„გრანტების შესახებ“ კანონის თანახმად, უცხოური გრანტის მისაღებად აუცილებელია მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა.