https://sputnik-georgia.com/20260408/mtawmindaze-kedeli-chamoingra-298008687.html
მთაწმინდაზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა: გამგეობა განცხადებას ავრცელებს
მთაწმინდაზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა: გამგეობა განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
გამგეობამ შენობაში მცხოვრები 12 ოჯახი გუშინვე გაიყვანა შენობიდან და სასტუმროში დააბინავა. 08.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-08T16:29+0400
2026-04-08T16:29+0400
2026-04-08T16:29+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250854068_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_2e0d35ee572522afe0e4a01cdf59c118.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. თბილისში, ვასო აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, შემთხევვის შედეგად არავინ დაშავებულა.მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში შენობის შიდა ფრაგმენტი, კერძოდ, ღიობებს შორის არსებული კედელი 7 აპრილს ჩამოიშალა, დღეს დილით კი საცხოვრებელი სახლის გარე კედელი ჩამოიშალა. გამგეობამ შენობაში მცხოვრები 12 ოჯახი გუშინვე გაიყვანა შენობიდან და სასტუმროში დააბინავა - აღნიშნულ ოჯახებს ქირით უზრუნველყოფა შესთავაზეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ფართის მესაკუთრემ მიმდინარე წლის 3 აპრილს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა ფართის გამიჯვნის შესახებ განცხადებით, თუმცა სამუშაოები განხილვის დასრულებამდე, ნებართვის გარეშე დაიწყო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება როგორც პასუხისმგებელი პირის მიმართ სამართალწარმოებაზე, ისე შენობის გამაგრება-რეაბილიტაციის შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250854068_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_3dece66d1796762808253dff5551c307.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
მთაწმინდაზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა: გამგეობა განცხადებას ავრცელებს
გამგეობამ შენობაში მცხოვრები 12 ოჯახი გუშინვე გაიყვანა შენობიდან და სასტუმროში დააბინავა.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. თბილისში, ვასო აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, შემთხევვის შედეგად არავინ დაშავებულა.
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში შენობის შიდა ფრაგმენტი, კერძოდ, ღიობებს შორის არსებული კედელი 7 აპრილს ჩამოიშალა, დღეს დილით კი საცხოვრებელი სახლის გარე კედელი ჩამოიშალა.
გამგეობამ შენობაში მცხოვრები 12 ოჯახი გუშინვე გაიყვანა შენობიდან და სასტუმროში დააბინავა - აღნიშნულ ოჯახებს ქირით უზრუნველყოფა შესთავაზეს.
„წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გამოწვეულია კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის მზიდი კედელი“, - ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ფართის მესაკუთრემ მიმდინარე წლის 3 აპრილს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა ფართის გამიჯვნის შესახებ განცხადებით, თუმცა სამუშაოები განხილვის დასრულებამდე, ნებართვის გარეშე დაიწყო.
„აღნიშნული საცხოვრებელი სახლი არ იყო შეფასებული როგორც ავარიული. შესაბამისად, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში მოსახლეობის მხრიდან მომართვა არ ფიქსირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება როგორც პასუხისმგებელი პირის მიმართ სამართალწარმოებაზე, ისე შენობის გამაგრება-რეაბილიტაციის შესახებ.