გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს

© facebook.com/nea.georgiaსაქართველოში ჰაერის დაბინძურების დონეს გაზომავენ
საქართველოში ჰაერის დაბინძურების დონეს გაზომავენ - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2026
გამოწერა
ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვები საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება, რათა შეფასდეს დაბინძურების დონე და გაფართოვდეს მონიტორინგის ქსელი.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების მიზნით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ინდიკატორული გაზომვების მორიგი ეტაპი დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, ინდიკატორული გაზომვების დროს ისაზღვრება აზოტის დიოქსიდის, ბენზოლისა და ოზონის კონცენტრაციები. ანალიზები ხორციელდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვები (პასიური დიფუზია) საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება, რათა შეფასდეს დაბინძურების დონე და გაფართოვდეს მონიტორინგის ქსელი. კვლევა წელიწადში ოთხჯერ – მარტში, ივნისში, სექტემბერსა და ნოემბერში სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება.
გასულ წელს გაზომვები 32 ქალაქში ჩატარდა, ხოლო მიმდინარე წელს მონიტორინგი უკვე 48 ქალაქს და დასახლებულ პუნქტს მოიცავს.
გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, მესტიასა და ზუგდიდში ავტომატური სადგურების საშუალებით ხორციელდება.
ინდიკატორული გაზომვები უფრო ეკონომიურია, ვიდრე ავტომატური სადგურები, იგი იძლევა საშუალებას, უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში განისაზღვროს ჰაერის დაბინძურების საშუალო მაჩვენებლები.
ყველა ახალი ამბავი
0