https://sputnik-georgia.com/20260408/erovnul-arqivshi-damoukideblobis-agdgenis-aqti-iqneba-daculi-298021335.html
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სამუშაო ვერსია ეროვნულ არქივში იქნება დაცული
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სამუშაო ვერსია ეროვნულ არქივში იქნება დაცული
Sputnik საქართველო
31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებიდან 35 წელი გავიდა. 08.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-08T23:38+0400
2026-04-08T23:38+0400
2026-04-09T01:00+0400
საქართველო
საზოგადოება
არქივი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23378/92/233789257_0:156:1500:1000_1920x0_80_0_0_a4476aa503996ded4b1ae8d57c1d75b6.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის პირველადი ხელნაწერები ამიერიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში იქნება დაცული.აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.ღონისძიების მონაწილეებმა მოისმინეს ჯონი ხეცურიანის მოხსენება – „35 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან“, სადაც იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა დამოუკიდებლობის აქტის ტექსტზე მუშაობის ისტორია გაიხსენა. მანვე გამოთქვა სურვილი, საკუთარ არქივში დაცული, ამ პროცესის ამსახველი ისტორიული დოკუმენტი საქართველოს ეროვნული არქივისთვის გადაეცა.როგორც ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა სხდომაზე განაცხადა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიასთან დაკავშირებული ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ეროვნული არქივის ფონდებისთვის ძვირფასი შენაძენია.დოკუმენტის ციფრული ვერსია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზის, ასევე, ვებგვერდის მეშვეობით.31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებიდან 35 წელი გავიდა.დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ეფუძნებოდა 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებულ რეფერენდუმს კითხვით: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90,57%-მა, სულ 3.302,572-მა ადამიანმა. მონაწილეთა 99,08 %-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა.„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი! 9 აპრილს წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“ — მიმართა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს უზენაეს საბჭოს საზეიმო სხდომაზე.1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები 5 აპრილს გამოაცხადეს. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.საქართველო დამოუკიდებლობის დღეს არა 9 აპრილს, არამედ 26 მაისს აღნიშნავს — საქართველოში 1918 წელს მიღებული პირველი დამოუკიდებლობის აქტის დღეს.1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23378/92/233789257_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_bf197c0d3182194c72e4038833e1548e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, არქივი , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, არქივი , ახალი ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სამუშაო ვერსია ეროვნულ არქივში იქნება დაცული
23:38 08.04.2026 (განახლებულია: 01:00 09.04.2026) 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებიდან 35 წელი გავიდა.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის პირველადი ხელნაწერები ამიერიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში იქნება დაცული.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ღონისძიების მონაწილეებმა მოისმინეს ჯონი ხეცურიანის მოხსენება – „35 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან“, სადაც იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა დამოუკიდებლობის აქტის ტექსტზე მუშაობის ისტორია გაიხსენა. მანვე გამოთქვა სურვილი, საკუთარ არქივში დაცული, ამ პროცესის ამსახველი ისტორიული დოკუმენტი საქართველოს ეროვნული არქივისთვის გადაეცა.
როგორც ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა სხდომაზე განაცხადა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიასთან დაკავშირებული ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ეროვნული არქივის ფონდებისთვის ძვირფასი შენაძენია.
დოკუმენტის ციფრული ვერსია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზის, ასევე, ვებგვერდის მეშვეობით.
31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებიდან 35 წელი გავიდა.
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ეფუძნებოდა 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებულ რეფერენდუმს კითხვით: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90,57%-მა, სულ 3.302,572-მა ადამიანმა. მონაწილეთა 99,08 %-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა.
„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი! 9 აპრილს წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“ — მიმართა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს უზენაეს საბჭოს საზეიმო სხდომაზე.
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები 5 აპრილს გამოაცხადეს. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს არა 9 აპრილს, არამედ 26 მაისს აღნიშნავს — საქართველოში 1918 წელს მიღებული პირველი დამოუკიდებლობის აქტის დღეს.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.