https://sputnik-georgia.com/20260408/dges-psj-liverpuls-daupirispirdeba-298012157.html
ქართული დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე : შეძლებს კვარაცხელია მამარდაშვილს გოლი გაუტანოს?
ქართული დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე : შეძლებს კვარაცხელია მამარდაშვილს გოლი გაუტანოს?
Sputnik საქართველო
ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა პარიზში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 08.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-08T18:29+0400
2026-04-08T18:29+0400
2026-04-08T18:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/12/297639986_0:0:1080:608_1920x0_80_0_0_d0a23a28a30d3d2381d7964a9457dbbb.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ორი ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი - უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს/„პარი სენ-ჟერმენისა" და „ლივერპულის" მატჩი 8 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, განმეორებით მატჩს კი კლუბები 14 აპრილს ჩაატარებენ. „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ფავორიტი არ არსებობს. „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმაც აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგას გარანტირებულად ვერავინ მოიგებს. „პსჟ“ ძალიან კარგად ასპარეზობს. ჩვენთვის ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად არ მიდის და ეს ერთვარი გამოწვევაა. ზოგადად, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ფავორიტი, რადგან ორმატჩიან დუელში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ორივე გუნდს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს“, - განაცხადა მან. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში" გასული წლიდან თამაშობს. მან „პსჟ“-თან ერთად მოიგო: საფრანგეთის ჩემპიონატი (ლიგა 1), საფრანგეთის თასი და სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფინალში ითამაშა - კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალებში გოლები გაიტანა. ინგლისის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა „ლივერპულმა“ კი ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2024 წელს „ვალენსიიდან“ შეიძინა. მამარდაშვილი ესპანურ გუნდში ერთწლიანი იჯარით დარჩა და „ლივერპულს“ 2025 წელს შეუერთდა. ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით „ლივერპულში“ 14 მატჩი ჩაატარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/12/297639986_0:0:1080:810_1920x0_80_0_0_faecda82578ef12e5a4a956ec9fa3791.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართული დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე : შეძლებს კვარაცხელია მამარდაშვილს გოლი გაუტანოს?
ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა პარიზში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ორი ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი - უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს/
„პარი სენ-ჟერმენისა" და „ლივერპულის" მატჩი 8 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, განმეორებით მატჩს კი კლუბები 14 აპრილს ჩაატარებენ.
„სიმართლე რომ გითხრათ, ხვიჩასთან ერთად გუნდში თამაში უფრო კარგია, ვიდრე მის წინააღმდეგ. ვნახოთ, რა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში მას წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ფავორიტი არ არსებობს.
„ფავორიტის სტატუსს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ფავორიტი არ არსებობს. არ ვფიქრობ, რომ უპირატესობა ჩვენს მხარესაა. გასული სეზონიც კარგად გვახსოვს – ბევრი „ლივერპულს“ ასახელებდა ფავორიტად, თუმცა საბოლოოდ შემდეგ ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენი“ გავიდა. ამიტომ პირადად მე ფავორიტს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმაც აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგას გარანტირებულად ვერავინ მოიგებს.
„პსჟ“ ძალიან კარგად ასპარეზობს. ჩვენთვის ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად არ მიდის და ეს ერთვარი გამოწვევაა. ზოგადად, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ფავორიტი, რადგან ორმატჩიან დუელში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ორივე გუნდს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს“, - განაცხადა მან.
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში" გასული წლიდან თამაშობს. მან „პსჟ“-თან ერთად მოიგო: საფრანგეთის ჩემპიონატი (ლიგა 1), საფრანგეთის თასი და სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფინალში ითამაშა - კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალებში გოლები გაიტანა.
ინგლისის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა „ლივერპულმა“ კი ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2024 წელს „ვალენსიიდან“ შეიძინა. მამარდაშვილი ესპანურ გუნდში ერთწლიანი იჯარით დარჩა და „ლივერპულს“ 2025 წელს შეუერთდა. ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით „ლივერპულში“ 14 მატჩი ჩაატარა.