https://sputnik-georgia.com/20260408/comcom-telekompaniebi-gaaprtxila-298017602.html
ComCom-მა ქართული ტელეკომპანიები კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა
ComCom-მა ქართული ტელეკომპანიები კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა
Sputnik საქართველო
მოქმედი რეგულაციების თანახმად, საქართველოში ტელეარხებს ეკრძალებათ ახალი ამბებისა და ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშუქება პირადი... 08.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-08T18:43+0400
2026-04-08T18:43+0400
2026-04-08T18:44+0400
საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24260/96/242609615_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_37ec80c626411814a360b58148ce1456.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიები: „იმედი“, POSTV, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.უწყებამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი 2026 წლის თებერვალში დაიწყო. კერძოდ, შემოწმდა, თუ რამდენად იცავდნენ ტელეკომპანიები ობიექტურობისა და სიზუსტის სტანდარტებს.კომისიის მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია „იმედის“ შემოწმებისას ოთხი დარღვევა გამოვლინდა. ყველა შემთხვევა ეხებოდა ახალი ამბების გაშუქებას წამყვანების პირადი მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების საფუძველზე.რაც შეეხება ხელისუფლებისადმი ასევე ლოიალურ ტელეკომპანია POSTV-ს, მან კანონის მოთხოვნები შვიდჯერ დაარღვია. დარღვევებს შორის ფიქსირდება საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების მიერ პირადი მოსაზრებების გამოთქმის აკრძალვის უგულებელყოფა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის სათანადო სიზუსტით გადაცემის ვალდებულების დარღვევა.ოპოზიციურმა ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ კანონი 18-ჯერ დაარღვია. დარღვევებს შორისაა ახალი ამბების გაშუქება პირადი მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების საფუძველზე, მოვლენების ცალმხრივი გაშუქება და ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დარღვევა.რაც შეეხება ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას“, გამოვლენილია კანონის დარღვევის 20 ფაქტი, რომლებიც ძირითადად მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას უკავშირდებოდა. გარდა ამისა, დაფიქსირდა ბალანსის დაცვის მოთხოვნის დარღვევა, როდესაც წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია.იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევებისთვის ტელეარხების მიმართ სანქციები არ გამოყენებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა. დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან.მოქმედი რეგულაციების თანახმად, საქართველოში ტელეარხებს ეკრძალებათ ახალი ამბებისა და ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშუქება პირადი დამოკიდებულებისა თუ მოსაზრებების საფუძველზე.საინფორმაციო გამოშვებებში მაუწყებლის პირადი დამოკიდებულებისა თუ მოსაზრებების შეზღუდვა, ისევე როგორც ბალანსის დაცვისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გაშუქების მოთხოვნა, ემსახურება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მაყურებლის უფლებების დაცვას. აღნიშნული რეგულაციების მიზანია, მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ობიექტური და მრავალმხრივი ინფორმაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24260/96/242609615_111:0:1866:1316_1920x0_80_0_0_5db1d275fa04f66ff42edf2f260e97c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საზოგადოება, ახალი ამბები
ComCom-მა ქართული ტელეკომპანიები კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა
18:43 08.04.2026 (განახლებულია: 18:44 08.04.2026) მოქმედი რეგულაციების თანახმად, საქართველოში ტელეარხებს ეკრძალებათ ახალი ამბებისა და ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშუქება პირადი დამოკიდებულებისა თუ მოსაზრებების საფუძველზე.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიები: „იმედი“, POSTV, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.
უწყებამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი 2026 წლის თებერვალში დაიწყო. კერძოდ, შემოწმდა, თუ რამდენად იცავდნენ ტელეკომპანიები ობიექტურობისა და სიზუსტის სტანდარტებს.
კომისიის მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია „იმედის“ შემოწმებისას ოთხი დარღვევა გამოვლინდა. ყველა შემთხვევა ეხებოდა ახალი ამბების გაშუქებას წამყვანების პირადი მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების საფუძველზე.
რაც შეეხება ხელისუფლებისადმი ასევე ლოიალურ ტელეკომპანია POSTV-ს, მან კანონის მოთხოვნები შვიდჯერ დაარღვია. დარღვევებს შორის ფიქსირდება საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების მიერ პირადი მოსაზრებების გამოთქმის აკრძალვის უგულებელყოფა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის სათანადო სიზუსტით გადაცემის ვალდებულების დარღვევა.
ოპოზიციურმა ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ კანონი 18-ჯერ დაარღვია. დარღვევებს შორისაა ახალი ამბების გაშუქება პირადი მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების საფუძველზე, მოვლენების ცალმხრივი გაშუქება და ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დარღვევა.
რაც შეეხება ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას“, გამოვლენილია კანონის დარღვევის 20 ფაქტი, რომლებიც ძირითადად მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას უკავშირდებოდა. გარდა ამისა, დაფიქსირდა ბალანსის დაცვის მოთხოვნის დარღვევა, როდესაც წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევებისთვის ტელეარხების მიმართ სანქციები არ გამოყენებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა. დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან.
მოქმედი რეგულაციების თანახმად, საქართველოში ტელეარხებს ეკრძალებათ ახალი ამბებისა და ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშუქება პირადი დამოკიდებულებისა თუ მოსაზრებების საფუძველზე.
საინფორმაციო გამოშვებებში მაუწყებლის პირადი დამოკიდებულებისა თუ მოსაზრებების შეზღუდვა, ისევე როგორც ბალანსის დაცვისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გაშუქების მოთხოვნა, ემსახურება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მაყურებლის უფლებების დაცვას. აღნიშნული რეგულაციების მიზანია, მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ობიექტური და მრავალმხრივი ინფორმაცია.