თურნავა: ეროვნული ბანკი მზადაა, ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2026
გამოწერა
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გავლენას არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთლიანად გლობალურ ეკონომიკაზე ახდენს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ფასების ზრდა დამოკიდებული იქნება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ხანგრძლივობაზე და გლობალურ ეკონომიკაზე მის შოკურ გავლენაზე, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავების გამო დეფიციტის წარმოშობის საშიშროების ფონზე, 2026 წლის მარტში ნავთობზე ფასები მკვეთრად გაიზარდა და ცალკეულ დღეებში ბარელზე 100 დოლარსაც კი გადააჭარბა. ნავთობის მიწოდების შეფერხებების შენარჩუნების შემთხვევაში ზოგიერთი ანალიტიკოსი ფასების გაცილებით მკვეთრ ზრდასაც ვარაუდობს - ბარელზე 180-200 დოლარამდე. თუმცა, ეს სცენარი ახლა განიხილება როგორც ექსტრემალური და არა საბაზისო..
„ინფლაციასთან დაკავშირებული მოლოდინები შედარებით კარგად მართულია, თუმცა რასაკვირველია, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გავლენას ახდენს არათუ საქართველოზე, არამედ მთლიანად გლობალურ ეკონომიკაზე: ნავთობის ფასებზე მაღალი მონაცვლეობაა, საათობრივად იცვლება ფასები. შეიძლება ამან გავლენა არ მოახდინოს საქართველოზე, ისე როგორც გლობალურ ბაზრებზე, თუმცა, მარტის მონაცემებით უკვე ვხედავთ ზომიერ გავლენას", - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, მარტის ინფლაციაში ნავთობპროდუქტების ფასების ცვლილების კონტრიბუცია 0,2% იყო. თუმცა, ეროვნული ბანკი მზადაა, უპასუხოს გამოწვევებს.
„ჩვენ ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, ადეკვატურად უპასუხოს ამ გამოწვევებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, რომ საპარლამენტო კომისიის მუშაობა არანაირად არ არის კავშირში ინფლაციასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მუშაობასთან.
„ერთია ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა, სადაც ძირითადი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთია და ჩვენ მაკროეკონომიკის დონეზე ვახდენთ ფასების დინამიკის და ინფლაციის მართვას“, -აღნიშნა თურნავამ.
რაც შეეხება კომისიას, თურნავას თქმით, იქ ხდება განხილვა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფზე საცალო ვაჭრობაში არსებული ფასწარმოქმნის, ეს ემსახურება კონკურენციის ხელშეწყობას, ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის წესების დადგენას, რაც, სხვათა შორის ევროპული პრაქტიკაა; ემსახურება კონკურენციის შესაძლო დარღვევის და შესაძლო კარტელური გარიგებების გამოვლენას.
„ეს არის სტრუქტურული საკითხი, რაც არის სრულიად მთავრობის კომპეტენციაში, აქედან გამომდინარე, ერთი მეორეს ავსებს. აქ რაიმე წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, პირიქით, სინერგიის ეფექტია", - განაცხადა ნათია თურნავა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზებით, 2026 წელს ინფლაცია, სავარაუდოდ, 3%-იან მიზნობრივ დონეს გადააჭარბებს და 4%-ის ფარგლებში დარჩება.
მარტში წლიურმა ინფლაციამ 2025 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში 4.3% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0