საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობამ 11 ათასს მიაღწია

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2026
გამოწერა
საქართველოს ციხეებში მსოფლიოს 65 ქვეყნის მოქალაქე იხდის სასჯელს
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2026 წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით პატიმართა რაოდენობამ დაახლოებით 10,927ადამიანი შეადგინა, მათგან 539 ქალია, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, 1-ელი მარტისთვის საქართველოს ციხეებში ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 0,31% იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ 3,496 ბსჯავრდებულისთვის ეს არ არის პირველი საპატიმრო სასჯელი, დანარჩენები - ციხეში პირველად მოხვდნენ.
პატიმართა ძირითად ნაწილს 18-დან 69 წლამდე პირები შეადგენენ. ქვეყნის პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდის 120 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 82 პირი.
სხვადასხვა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულთა რიცხვმა პატიმართა საერთო რაოდენობის 76,7% შეადგინა, დანარჩენი - განაჩენის მოლოდინშია.
2026 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს 14 პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ 882 ადგილია თავისუფალი. სამი ციხე უკვე გადატვირთულია, სადაც პატიმართა რაოდენობამ დადგენილ ლიმიტს გადააჭარბა.
პატიმართა საერთო რაოდენობის 14,4% - მსოფლიოს 65 ქვეყნის მოქალაქეა. უცხოელ პატიმართა უმრავლესობას თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ირანის მოქალაქეები შეადგენენ.
მიმდინარე წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში მყოფ უცხოელთა შორის ერთი არასრულწლოვანი და 168 ქალია.
ყველა ახალი ამბავი
0