https://sputnik-georgia.com/20260407/meria-sasaplaoebs-awesrivgebs-297991891.html
თბილისის მერია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებს აწესრიგებს
თბილისის მერია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებს აწესრიგებს
Sputnik საქართველო
აღდგომის მეორე დღეს საქართველოში მიცვალებუოლთა ხსენების დღე აღინიშნება. 07.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-07T19:29+0400
2026-04-07T19:29+0400
2026-04-07T19:29+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
აღდგომა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23998/56/239985605_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_91505a15c79c621391445200d258269a.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში მუნიციპალური სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები მაქსიმალურად მოწესრიგდება, განაცხადა თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს. აღდგომის მეორე დღეს კი საქართველოში ტრადიციულად მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღეს მოქალაქეები, ტრადიციისამებრ, საფლავებზე გადიან.მისი თქმით, „თბილსერვის ჯგუფი“ დღესასწაულის დღეებში, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში სასაფლაოების მიმდებარედ ნარჩენებისთვის სპეციალურ კონტეინერებს განათავსებს. სასაფლაოებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების სამუშაოებს რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდა შპს „ეკოსერვის ჯგუფიც“. გარდა ამისა, კალაძის თქმით, დღესასწაულის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან და ჭირისუფალთა სასაფლაოებზე მისვლის ინტენსივობიდან გამომდინარე, მობილიზებულია შპს „ჰერმესის“ გუნდი, რათა სასაფლაოების ტერიტორია იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. „ვთხოვთ ყველა მოქალაქეს/ჭირისუფალს, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთად შევინარჩუნოთ ტერიტორიებზე სისუფთავე. არ დავტოვოთ ნარჩენები ტერიტორიის სხვადასხვა მონაკვეთზე და გამოვიყენოთ სპეციალურად განთავსებული ურნები. სასაფლაოებზე სისუფთავის დაცვა ჩვენი საერთო ვალდებულებაა“, -განაცხადა კახა კალაძემ. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23998/56/239985605_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_55cfa42d5ad2742a6570789f50a2df3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები, აღდგომა
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები, აღდგომა
თბილისის მერია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებს აწესრიგებს
აღდგომის მეორე დღეს საქართველოში მიცვალებუოლთა ხსენების დღე აღინიშნება.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში მუნიციპალური სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები მაქსიმალურად მოწესრიგდება, განაცხადა თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს. აღდგომის მეორე დღეს კი საქართველოში ტრადიციულად მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღეს მოქალაქეები, ტრადიციისამებრ, საფლავებზე გადიან.
„ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მოსამზადებელ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ. კერძოდ, მიმდინარეობს სასაფლაოების მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ამ პერიოდში სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „თბილსერვის ჯგუფი“ დღესასწაულის დღეებში, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში სასაფლაოების მიმდებარედ ნარჩენებისთვის სპეციალურ კონტეინერებს განათავსებს.
სასაფლაოებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების სამუშაოებს რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდა შპს „ეკოსერვის ჯგუფიც“.
„ტერიტორიები გაიწმინდა წაქცეული ხეებისა და მომტვრეული ტოტებისგან. ამ ეტაპზე, ხორციელდება მათი სპეციალური ტექნიკით დამუშავება და გატანა. ასევე, პროცესში აქტიურად არიან ჩართულები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლები, რომლებიც საჭიროების მიხედვით, სასაფლაოებთან მისასვლელ და შიდა გზებს აწესრიგებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
გარდა ამისა, კალაძის თქმით, დღესასწაულის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან და ჭირისუფალთა სასაფლაოებზე მისვლის ინტენსივობიდან გამომდინარე, მობილიზებულია შპს „ჰერმესის“ გუნდი, რათა სასაფლაოების ტერიტორია იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული.
„ვთხოვთ ყველა მოქალაქეს/ჭირისუფალს, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთად შევინარჩუნოთ ტერიტორიებზე სისუფთავე. არ დავტოვოთ ნარჩენები ტერიტორიის სხვადასხვა მონაკვეთზე და გამოვიყენოთ სპეციალურად განთავსებული ურნები. სასაფლაოებზე სისუფთავის დაცვა ჩვენი საერთო ვალდებულებაა“, -განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.