https://sputnik-georgia.com/20260407/ioseliani-globalur-lojistikashi-saqartelos-roli-izrdeba-297984427.html
საქართველოს როლი გლობალურ ლოჯისტიკაში იზრდება: მინისტრის მოადგილე რეკორდულ გადაზიდვებზე
საქართველოს როლი გლობალურ ლოჯისტიკაში იზრდება: მინისტრის მოადგილე რეკორდულ გადაზიდვებზე
Sputnik საქართველო
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა –... 07.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-07T13:00+0400
2026-04-07T13:00+0400
2026-04-07T13:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს პორტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263813017_0:140:3143:1908_1920x0_80_0_0_f7a0d95eea6616783058ead6742035cd.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს როლი რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში სულ უფრო იზრდება - 2025 წელს საკონტეინერო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.იოსელიანის თქმით, გასულ წელს საკონტეინერო გადაზიდვებში ზრდამ 17% შეადგინა, გენერალური ტვირთების გადაზიდვებში - 20%, ხოლო საბორნე გადაზიდვებში - 31%.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პოზიტიური დინამიკა 2026 წელსაც შენარჩუნდება: საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 188.149 TEU შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია (180,177 TEU).მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაფიქსირდა როგორც დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ისევე მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა. ასევე ხაზგასასმელია ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობის ზრდაც (+3%). „ეს მონაცემები ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ძალისხმევას ქვეყნის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის", - განაცხადა იოსელიანმა.რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში საქართველოს როლზე საუბრისას თამარ იოსელიანმა აქცენტი გააკეთა განვითარების ფაზაში მყოფ ახალ, სტრატეგიულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომელიც ქვეყანას პირველად მისცემს შესაძლებლობას Panamax და Post-Panamax ტიპის გემები მიიღოს. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაციის მიმდინარე პროცესი.საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.ანაკლიის პორტის მშენებლობაღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. ღრმაწყლიანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახორციელებს უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.ანაკლიის პორტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.საქართველოსთვის ღრმაწყლოვანი პორტი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ობიექტი, არამედ სტრატეგიის ელემენტია, რომელიც მიზნად ისახავს მისი, როგორც სატრანზიტო ცენტრის, ეკონომიკური როლის გაძლიერებას, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს რეგიონული ტვირთნაკადების დინამიკაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263813017_206:0:2937:2048_1920x0_80_0_0_1fed86bda9e1830446019fde15a7dc30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პორტები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პორტები
საქართველოს როლი გლობალურ ლოჯისტიკაში იზრდება: მინისტრის მოადგილე რეკორდულ გადაზიდვებზე
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს როლი რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში სულ უფრო იზრდება - 2025 წელს საკონტეინერო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
იოსელიანის თქმით, გასულ წელს საკონტეინერო გადაზიდვებში ზრდამ 17% შეადგინა, გენერალური ტვირთების გადაზიდვებში - 20%, ხოლო საბორნე გადაზიდვებში - 31%.
„საქართველოს როლი სულ უფრო იზრდება რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში, რასაც ადასტურებს როგორც გასული, ისე მიმდინარე წლის სტატისტიკური მაჩვენებლები", - განაცხადა იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პოზიტიური დინამიკა 2026 წელსაც შენარჩუნდება: საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 188.149 TEU შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია (180,177 TEU).
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაფიქსირდა როგორც დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ისევე მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა. ასევე ხაზგასასმელია ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობის ზრდაც (+3%).
„ეს მონაცემები ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ძალისხმევას ქვეყნის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის", - განაცხადა იოსელიანმა.
რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში საქართველოს როლზე საუბრისას თამარ იოსელიანმა აქცენტი გააკეთა განვითარების ფაზაში მყოფ ახალ, სტრატეგიულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომელიც ქვეყანას პირველად მისცემს შესაძლებლობას Panamax და Post-Panamax ტიპის გემები მიიღოს.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაციის მიმდინარე პროცესი.
„ხაზგასასმელია, რომ ერთდროულად მიმდინარეობს პორტების გაფართოება, სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია და საგზაო მაგისტრალების გაუმჯობესება. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას - საქართველოს ნავსადგურებში უკვე წარმატებით მუშაობს საზღვაო „ერთი ფანჯრის“ სისტემა, რაც ოპერაციების სწრაფ, გამჭვირვალე და უსაფრთხო მართვას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა იოსელიანმა.
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
ანაკლიის პორტის მშენებლობა
ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. ღრმაწყლიანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახორციელებს უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
ანაკლიის პორტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
საქართველოსთვის ღრმაწყლოვანი პორტი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ობიექტი, არამედ სტრატეგიის ელემენტია, რომელიც მიზნად ისახავს მისი, როგორც სატრანზიტო ცენტრის, ეკონომიკური როლის გაძლიერებას, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს რეგიონული ტვირთნაკადების დინამიკაზე.