https://sputnik-georgia.com/20260407/imf-is-misiis-angarishi-saqartvelos-shesaxeb-298003139.html
რამდენად გაიზრდება ეკონომიკა და ინფლაცია საქართველოში? IMF-ის მისიის ანგარიში
რამდენად გაიზრდება ეკონომიკა და ინფლაცია საქართველოში? IMF-ის მისიის ანგარიში
Sputnik საქართველო
როგორც სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი, 2026 წლის დასაწყისში, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებამდე, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მაღალი იყო. 07.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-07T22:35+0400
2026-04-07T22:35+0400
2026-04-08T11:12+0400
საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494190_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_3a435857a38311bc99fd3718c1a2a1e0.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად 5,3%-ზე დატოვა და აქვს მოლოდინი, რომ ინფლაცია 5%-მდე გაიზრდება.IMF-მა 2026 წლის მე-4 მუხლის კონსულტაციების მისია დაასრულა.როგორც სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი, 2026 წლის დასაწყისში, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებამდე, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მაღალი იყო.„წინასწარი შეფასების მიხედვით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2026 წლის იანვარ-თებერვალში 8,4% შეადგინა, რაც 2025 წლის 7,5%-იან ზრდას აღემატება. მიწოდების მხარეს აქტივობა განპირობებული იყო ინფორმაციული და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ტრანსპორტის და განათლების სერვისების მუდმივი მატებით", - ნათქვამია ანგარიშში.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%, 2025 წელს - 7,5%.IMF-ის მოსაზრებით, მოთხოვნის მხარეს კერძო მოხმარება იყო ზრდის მთავარი მამოძრავებელი, რომელსაც ხელს უწყობდა ზომიერი, მაგრამ კვლავ ძლიერი, ხელფასების და სამომხმარებლო სესხების რეალური ზრდა. წინმსწრები ინდიკატორები მიუთითებენ, რომ ომის ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა ჯერ ძირითადად მხოლოდ ტურიზმს შეეხო. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ინფლაციას და ფასების ზრდის გამომწვევ ფაქტორებს. ანგარიშის თანახმად, ინფლაციური წნეხი განსაკუთრებით კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაიზარდა, თუმცა საბაზო ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. 2025 წლის ბოლოს სამომხმარებლო ფასების ინფლაციამ 4% შეადგინა, ხოლო მარტში 4,3%-მდე გაიზარდა, რაც ასახავს იმპორტირებული საკვებ პროდუქტებსა და ნავთობზე ფასების ზრდას, რაც ნაწილობრივ ახლო აღმოსავლეთში ომს უკავშირდება.საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. მას შემდეგ ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში დახმარებას უწევს. ვიზიტის შემდეგ მისია საქართველოს შესახებ განახლებულ ანგარიშს წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494190_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_1680dd9554151f1ac63cb37a951cb3c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
რამდენად გაიზრდება ეკონომიკა და ინფლაცია საქართველოში? IMF-ის მისიის ანგარიში
22:35 07.04.2026 (განახლებულია: 11:12 08.04.2026) როგორც სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი, 2026 წლის დასაწყისში, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებამდე, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მაღალი იყო.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად 5,3%-ზე დატოვა და აქვს მოლოდინი, რომ ინფლაცია 5%-მდე გაიზრდება.
IMF-მა 2026 წლის მე-4 მუხლის კონსულტაციების მისია დაასრულა.
„თუ დავუშვებთ, რომ კონფლიქტი მოკლევადიანი იქნება, ამ წლის რეალური მშპ-ის ზრდა 5.3 პროცენტამდე იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში 5 პროცენტს, თავის პოტენციური ზრდის ტემპს, დაუახლოვდება“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი, 2026 წლის დასაწყისში, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებამდე, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მაღალი იყო.
„წინასწარი შეფასების მიხედვით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2026 წლის იანვარ-თებერვალში 8,4% შეადგინა, რაც 2025 წლის 7,5%-იან ზრდას აღემატება. მიწოდების მხარეს აქტივობა განპირობებული იყო ინფორმაციული და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ტრანსპორტის და განათლების სერვისების მუდმივი მატებით", - ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%, 2025 წელს - 7,5%.
IMF-ის მოსაზრებით, მოთხოვნის მხარეს კერძო მოხმარება იყო ზრდის მთავარი მამოძრავებელი, რომელსაც ხელს უწყობდა ზომიერი, მაგრამ კვლავ ძლიერი, ხელფასების და სამომხმარებლო სესხების რეალური ზრდა. წინმსწრები ინდიკატორები მიუთითებენ, რომ ომის ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა ჯერ ძირითადად მხოლოდ ტურიზმს შეეხო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ინფლაციას და ფასების ზრდის გამომწვევ ფაქტორებს. ანგარიშის თანახმად, ინფლაციური წნეხი განსაკუთრებით კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაიზარდა, თუმცა საბაზო ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. 2025 წლის ბოლოს სამომხმარებლო ფასების ინფლაციამ 4% შეადგინა, ხოლო მარტში 4,3%-მდე გაიზარდა, რაც ასახავს იმპორტირებული საკვებ პროდუქტებსა და ნავთობზე ფასების ზრდას, რაც ნაწილობრივ ახლო აღმოსავლეთში ომს უკავშირდება.
„2026 წლის პირველ ნახევარში ინფლაციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაა მოსალოდნელი, რაც განპირობებულია საწვავის და ელექტროენერგიის ფასების ზრდით, ხოლო 2027 წლის შუა პერიოდში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლამდე შემცირდება, რადგან სურსათისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის ერთჯერადი ეფექტი მიილევა, მოთხოვნა შემცირდება და გამოშვების გაპი დაიხურება“, – ნათქვამია ანგარიშში.
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. მას შემდეგ ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში დახმარებას უწევს. ვიზიტის შემდეგ მისია საქართველოს შესახებ განახლებულ ანგარიშს წარმოადგენს.