https://sputnik-georgia.com/20260407/deputati-mshvidobis-gareshe-evropis-usaprtxoeba-ar-iqneba-297988468.html
დეპუტატი: საქართველოში მშვიდობის გარეშე ევროპის უსაფრთხოება არ იქნება
დეპუტატი: საქართველოში მშვიდობის გარეშე ევროპის უსაფრთხოება არ იქნება
Sputnik საქართველო
სუბარის თქმით, ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესია, რომ ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის სიმდიდრეებზე. ეს კი საქართველოს გვერდის ავლით ძალიან... 07.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-07T15:00+0400
2026-04-07T15:00+0400
2026-04-07T15:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
აზერბაიჯანი
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_1fe9a2aa922294097d39559bb35e6aa9.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა ევროპისა და მისი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგანაც ქვეყანაში ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება მსხვილი საერთაშორისო პროექტები, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა.საქართველოს გავლით ტრანზიტს განსაკუთრებული როლი აქვს ეკონომიკურ განვითარებაში ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით. ამის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ამჟამად ხორციელდება მასშტაბური პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობის, რომელიც საქართველოს გავლით აზიასა და ევროპას აკავშირებს, და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის, რომელიც რუსეთამდე მიდის.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ევროპა და აშშ დაინტერესებული არიან ცენტრალური აზიის რესურსებზე წვდომა გააფართოვონ, ამ თვალსაზრისით კი საქართველო მოსახერხებელ სატრანზიტო მარშრუტად განიხილება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური ტვირთების ევროპისკენ ტრანზიტისთვის საქართველოს დერეფანი, დასძინა პოლიტიკოსმა.„თუ რეგიონში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, ტვირთები ყველასთვის საკმარისი იქნება. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც არსებობს საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფოებს შორის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.„შუა დერეფანი"ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.საქართველო „შუა დერეფანს“ 2022 წელს შეუერთდა. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
საქართველო
აზერბაიჯანი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_2dbb3d00474c1c4b154831dc8a2e82ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, აზერბაიჯანი, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, აზერბაიჯანი, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
დეპუტატი: საქართველოში მშვიდობის გარეშე ევროპის უსაფრთხოება არ იქნება
სუბარის თქმით, ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესია, რომ ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის სიმდიდრეებზე. ეს კი საქართველოს გვერდის ავლით ძალიან გაძნელდება.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა ევროპისა და მისი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგანაც ქვეყანაში ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება მსხვილი საერთაშორისო პროექტები, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა.
საქართველოს გავლით ტრანზიტს განსაკუთრებული როლი აქვს ეკონომიკურ განვითარებაში ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით. ამის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ამჟამად ხორციელდება მასშტაბური პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობის, რომელიც საქართველოს გავლით აზიასა და ევროპას აკავშირებს, და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის, რომელიც რუსეთამდე მიდის.
„ვინც იცის რა არის გეოპოლიტიკა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს გვერდის ავლით ასეთი პროექტები ვერ განხორციელდება. შესაბამისად, საქართველოში მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვის და ევროპული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა სუბარმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ევროპა და აშშ დაინტერესებული არიან ცენტრალური აზიის რესურსებზე წვდომა გააფართოვონ, ამ თვალსაზრისით კი საქართველო მოსახერხებელ სატრანზიტო მარშრუტად განიხილება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური ტვირთების ევროპისკენ ტრანზიტისთვის საქართველოს დერეფანი, დასძინა პოლიტიკოსმა.
„თუ რეგიონში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, ტვირთები ყველასთვის საკმარისი იქნება. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც არსებობს საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფოებს შორის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
საქართველო „შუა დერეფანს“ 2022 წელს შეუერთდა. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.