https://sputnik-georgia.com/20260407/bochorishvili-yazaxetis-sagareo-saqmeta-ministrs-shexvda-297989035.html
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყაზახ კოლეგასთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყაზახ კოლეგასთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. 07.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-07T16:15+0400
2026-04-07T16:15+0400
2026-04-07T16:15+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ყაზახეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/07/297986926_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_ea7e8031ac9415c48191509c37cacd15.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყაზახ კოლეგა ერმეკ კოშერბაევთან შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.კოშერბაიევი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 6 აპრილს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ქართველი კოლეგის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობზე.საქართველო „შუა დერეფანს“ 2022 წელს შეუერთდა. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი - ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს 2026-2027 წლებში საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ინიციატივით, 2021 წლის მარტში თბილისში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე ტურიზმისა და კულტურული კავშირების განვითარება. გაერთიანება იმ კომპანიებმა დააფუძნეს, რომლებიც საქართველოში ყაზახური კაპიტალის ჩართულობით ფუნქციონირებენ.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/07/297986926_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_499a39892fcdbb8f914bd14ef552a362.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ყაზახეთი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ყაზახეთი, ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყაზახ კოლეგასთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილა
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყაზახ კოლეგა ერმეკ კოშერბაევთან შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კოშერბაიევი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 6 აპრილს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ქართველი კოლეგის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობზე.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს „შუა დერეფნის" განვითარების პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობას", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო „შუა დერეფანს“ 2022 წელს შეუერთდა. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი - ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს 2026-2027 წლებში საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ინიციატივით, 2021 წლის მარტში თბილისში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე ტურიზმისა და კულტურული კავშირების განვითარება. გაერთიანება იმ კომპანიებმა დააფუძნეს, რომლებიც საქართველოში ყაზახური კაპიტალის ჩართულობით ფუნქციონირებენ.