https://sputnik-georgia.com/20260407/batumis-bulvarshi-unebartvo-obieqtebs-igeben-297996532.html
ბათუმის ბულვარში უნებართვო ობიექტების დემონტაჟი გრძელდება
ბათუმის ბულვარში უნებართვო ობიექტების დემონტაჟი გრძელდება
Sputnik საქართველო
საერთო ჯამში, ბულვარისა და ქალაქის მასშტაბით უკვე 100-მდე სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტის, 40-მდე კაფე-ბარის და 20-მდე კვების ობიექტზე... 07.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-07T20:43+0400
2026-04-07T20:43+0400
2026-04-07T20:43+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ბათუმი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396180_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_85adad47d8bc74627b1c53c815c3336f.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ბათუმის ბულვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი გრძელდება, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექტირების სამსახურისა და ბულვარის მობილური ჯგუფების მიერ ბოლო დღეებში კიდევ სამი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა, მათ შორის ორი კვების და ერთი სავაჭრო ობიექტის - აღნიშნულ ობიექტებს საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდათ.ბოლო ერთი თვის განმავლობაში იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 უსახური და უნებართვო კომერციული ნაგებობა აიღეს, დემონტაჟის სამუშაოების დასრულების შემდეგ სამშენებლო ნარჩენების გატანა მოხდა, ხოლო ამ ეტაპზე ტერიტორიის სრულად მოწესრიგება მიმდინარეობს.საერთო ჯამში, ბულვარისა და ქალაქის მასშტაბით უკვე 100-მდე სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტის, 40-მდე კაფე-ბარის და 20-მდე კვების ობიექტზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა.როგორც სამინისტროში აღნიშნეს, პროცესი მიმდინარეობს დადგენილი წესებისა და კანონის სრული დაცვით და იგი მიზნად ისახავს როგორც ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, ასევე მოწესრიგებული და კომფორტული დასასვენებელი გარემოს შექმნას.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396180_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_b4db10361984569cc62e4d7b361788cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ბათუმი , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ბათუმი , ახალი ამბები, საზოგადოება
ბათუმის ბულვარში უნებართვო ობიექტების დემონტაჟი გრძელდება
საერთო ჯამში, ბულვარისა და ქალაქის მასშტაბით უკვე 100-მდე სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტის, 40-მდე კაფე-ბარის და 20-მდე კვების ობიექტზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ბათუმის ბულვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი გრძელდება, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექტირების სამსახურისა და ბულვარის მობილური ჯგუფების მიერ ბოლო დღეებში კიდევ სამი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა, მათ შორის ორი კვების და ერთი სავაჭრო ობიექტის - აღნიშნულ ობიექტებს საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდათ.
„კვების ობიექტები ბულვარის მწვანე ზონაში იყო განთავსებული და მნიშვნელოვნად არღვევდა რეკრეაციული ზონის ესთეტიკას. სვაჭრო ობიექტი კი იახტკლუბის გვერდით მდებარეობდა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 უსახური და უნებართვო კომერციული ნაგებობა აიღეს, დემონტაჟის სამუშაოების დასრულების შემდეგ სამშენებლო ნარჩენების გატანა მოხდა, ხოლო ამ ეტაპზე ტერიტორიის სრულად მოწესრიგება მიმდინარეობს.
საერთო ჯამში, ბულვარისა და ქალაქის მასშტაბით უკვე 100-მდე სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტის, 40-მდე კაფე-ბარის და 20-მდე კვების ობიექტზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, პროცესი მიმდინარეობს დადგენილი წესებისა და კანონის სრული დაცვით და იგი მიზნად ისახავს როგორც ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, ასევე მოწესრიგებული და კომფორტული დასასვენებელი გარემოს შექმნას.