https://sputnik-georgia.com/20260406/xarebis-dgesaswaulze-wirvas-meupe-shio-agasrulebs-297973901.html
ხარების დღესასწაულზე სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას მეუფე შიო აღასრულებს
ხარების დღესასწაულზე სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას მეუფე შიო აღასრულებს
Sputnik საქართველო
მართლმადიდებლური სამყარო 7 აპრილს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს 06.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-06T15:29+0400
2026-04-06T15:29+0400
2026-04-06T15:29+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24603/05/246030597_0:65:3001:1753_1920x0_80_0_0_9652dd5d101d448b0a2e1ec160ee1dc6.jpg
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს – ხარებას აღნიშნავს. რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ის აღიქმება როგორც კაცობრიობის ხსნის დასაბამი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელიც სიონის ტაძარშია დაკრძალული, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი. ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღესრულება. წელს დიდმარხვა 23 თებერვალს დაიწყო და 12 აპრილს - უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24603/05/246030597_155:0:2822:2000_1920x0_80_0_0_ed733f5e5490511367e12d1cf44d8ae9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები
ხარების დღესასწაულზე სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას მეუფე შიო აღასრულებს
მართლმადიდებლური სამყარო 7 აპრილს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს – ხარებას აღნიშნავს. რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ის აღიქმება როგორც კაცობრიობის ხსნის დასაბამი.
„ამა წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში. წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელიც სიონის ტაძარშია დაკრძალული, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღესრულება.
წელს დიდმარხვა 23 თებერვალს დაიწყო და 12 აპრილს - უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.