https://sputnik-georgia.com/20260406/tbilisis-meriam-fartebi-30-ojaxs-daukanona-297974266.html
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 1 ლარად კიდევ 30 ოჯახს დაუკანონა
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 1 ლარად კიდევ 30 ოჯახს დაუკანონა
Sputnik საქართველო
დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება, მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ. 06.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-06T16:53+0400
2026-04-06T16:53+0400
2026-04-06T16:53+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264810133_0:317:3079:2048_1920x0_80_0_0_fba0563f36d3675102faa23d73b5d03f.jpg
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად 30 ოჯახს დაუკანონდა, იუწყება თბილისის მერია. თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი კობიაშვილმა გადასცეს. როგორც მერმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, ასეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება არის დარეგისტრირებული და გადაცემული იმ ოჯახებზე, ვინც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა დაუკანონებელ ფართებში. დედაქალაქის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.„მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასამდე განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე 3.150-მდე ოჯახია დაკმაყოფილებული", - განაცხადა კალაძემ.საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა, ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264810133_115:326:2412:2048_1920x0_80_0_0_fdd490858e5c2dada0827598b9e5edfe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 1 ლარად კიდევ 30 ოჯახს დაუკანონა
დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება, მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ.
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად 30 ოჯახს დაუკანონდა, იუწყება თბილისის მერია.
თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი კობიაშვილმა გადასცეს.
„ვაგრძელებთ დაკანონების პროგრამას, რომელიც 2017 წლიდან დავიწყეთ. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს დავუდექით გვერდით. დღეს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 30 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. ძალიან მიხარია მათი ამბავი, ვუერთდები მათ სიხარულს. ამ ოჯახებს ყველაფერი საუკეთესო მინდა ვუსურვო“, -განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, ასეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება არის დარეგისტრირებული და გადაცემული იმ ოჯახებზე, ვინც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა დაუკანონებელ ფართებში.
დედაქალაქის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.
„მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასამდე განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე 3.150-მდე ოჯახია დაკმაყოფილებული", - განაცხადა კალაძემ.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა, ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.