https://sputnik-georgia.com/20260406/sazogadoebrivi-transporti-ufasod-imushavebs-297976221.html
აღდგომის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება
აღდგომის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება
Sputnik საქართველო
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს - საქართველოში აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, უქმე დღეა. ამ დღეს მოქალაქეები... 06.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-06T19:00+0400
2026-04-06T19:00+0400
2026-04-06T19:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
აღდგომა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250833907_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_5828a5e50f500b8eb1bcadf9f067f9e2.jpg
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, განაცხადა დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, კალაძის თქმით, 12-13 აპრილს დაწესდება ცხრა დროებითი მარშრუტი.„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12-13 აპრილს ავტობუსები მგზავრებს მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით 08:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში მოემსახურებიან", - განაცხადა კალაძემ.მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს - საქართველოში აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, უქმე დღეა. ამ დღეს მოქალაქეები, ტრადიციისამებრ, საფლავებზე გადიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250833907_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7ae80bc61b9ae2c2cf28304d2ed14283.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, აღდგომა , ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, აღდგომა , ახალი ამბები
აღდგომის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს - საქართველოში აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, უქმე დღეა. ამ დღეს მოქალაქეები, ტრადიციისამებრ, საფლავებზე გადიან
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, განაცხადა დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
„გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული - ტრადიციულად, აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00 საათიდან 12 აპრილის 04:00 საათამდე მიწისქვეშა ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, კალაძის თქმით, 12-13 აპრილს დაწესდება ცხრა დროებითი მარშრუტი.
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12-13 აპრილს ავტობუსები მგზავრებს მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით 08:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში მოემსახურებიან", - განაცხადა კალაძემ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს - საქართველოში აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, უქმე დღეა. ამ დღეს მოქალაქეები, ტრადიციისამებრ, საფლავებზე გადიან.