https://sputnik-georgia.com/20260406/ras-edaveba-konkurenciis-saagento-iuskis-297971939.html
რას ედავება კონკურენციის სააგენტო „იუსკის“
რას ედავება კონკურენციის სააგენტო „იუსკის“
Sputnik საქართველო
GCCA-ის მომხმარებელმა მიმართა საჩივრით, რომელიც JYSK-ის მიერ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულად მიწოდებას შეეხებოდა. 06.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-06T13:56+0400
2026-04-06T13:56+0400
2026-04-06T13:56+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23647/32/236473265_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_0304fe065f4915265635a4fe789816a6.jpg
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) „იუსკის“ (შპს „სანნა“) მხრიდან უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაადასტურა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, მომხმარებელმა GCCA-ის მიმართა საჩივრით, რომელიც JYSK-ის მიერ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულად მიწოდებას შეეხებოდა. „მოვაჭრის ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა როგორც - მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციულ საქმიანობა, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს და არსებითად აზიანებს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს“, - აღნიშულია ინფორმაციაში. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 %-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს. საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევვსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23647/32/236473265_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_ae3c4f68449312e09f76ea0b9c042969.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
რას ედავება კონკურენციის სააგენტო „იუსკის“
GCCA-ის მომხმარებელმა მიმართა საჩივრით, რომელიც JYSK-ის მიერ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულად მიწოდებას შეეხებოდა.
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) „იუსკის“ (შპს „სანნა“) მხრიდან უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაადასტურა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მომხმარებელმა GCCA-ის მიმართა საჩივრით, რომელიც JYSK-ის მიერ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულად მიწოდებას შეეხებოდა.
კერძოდ, კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული იყო ინფორმაცია პროდუქციაზე 40%-იანი ფასდაკლების შესახებ, თუმცა ამავდროულად მითითებული იყო, რომ პროდუქტი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მაღაზიაში. მაღაზიაში შეძენისას კი პროდუქტზე გავრცელდა მხოლოდ 30%-იანი ფასდაკლება იმ საფუძვლით, რომ 40%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ონლაინ შეძენის შემთხვევაში მოქმედებდა, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია შეთავაზებაში არ იყო განმარტებული მკაფიოდ და ცალსახად. შესაბამისად, მომხმარებლის არასრულმა ინფორმირებამ მისი შეცდომაში შეყვანა გამოიწვია.
„მოვაჭრის ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა როგორც - მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციულ საქმიანობა, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს და არსებითად აზიანებს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 %-ს.
12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევვსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.