https://sputnik-georgia.com/20260406/ramdenit-sheicvala-sagareo-valis-moculoba-297970143.html
რამდენით შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა? ეროვნული ბანკის მონაცემები
რამდენით შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა? ეროვნული ბანკის მონაცემები
Sputnik საქართველო
2025 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი შემცირდა 352,7 მლნ დოლარით 06.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-06T13:00+0400
2026-04-06T13:00+0400
2026-04-06T13:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_77a16c8553e431431174ac45550a9315.jpg
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 26,9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 70,4%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.2025 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი შემცირდა 352,7 მლნ დოლარით, მათ შორის 440,1 მილიონი დოლარით - ოპერაციული ცვლილებების ხარჯზე, 14,6 მილიონი დოლარით - სხვა ცვლილებების გამო, ამასთან მაჩვენებელი გაიზარდა 72,7 მილიონი დოლარით - გაცვლითი კურსის ცვლილების და 29,4 მილიონი დოლარით - ფასების ცვლილების ხარჯზე.საერთო მოცულობიდან 11,7 მილიარდი დოლარი სახელმწიფო ვალზე მოდის (მშპ-ის 30,7%), საიდანაც 9,2 მილიარდი დოლარი მთავრობის ვალია, 780,9 მილიონი დოლარი - ეროვნული ბანკის ვალდებულებები, 473,1 მილიონი დოლარი და 1,3 მილიარდი დოლარი – სახელმწიფო საწარმოების ვალი ობლიგაციებსა და სესხებზე.საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალმა 9,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, კერძო საწარმოების - 5 მილიარდი დოლარი, კომპანიებს შორის - 2,4 მილიარდი დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 86,6% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 12,6 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 33,1%) შეადგინა, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი კი 5,6 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 14,6%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2e36bcc86a57fa019cf30e51efe513a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენით შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა? ეროვნული ბანკის მონაცემები
2025 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი შემცირდა 352,7 მლნ დოლარით
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 26,9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 70,4%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2025 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი შემცირდა 352,7 მლნ დოლარით, მათ შორის 440,1 მილიონი დოლარით - ოპერაციული ცვლილებების ხარჯზე, 14,6 მილიონი დოლარით - სხვა ცვლილებების გამო, ამასთან მაჩვენებელი გაიზარდა 72,7 მილიონი დოლარით - გაცვლითი კურსის ცვლილების და 29,4 მილიონი დოლარით - ფასების ცვლილების ხარჯზე.
საერთო მოცულობიდან 11,7 მილიარდი დოლარი სახელმწიფო ვალზე მოდის (მშპ-ის 30,7%), საიდანაც 9,2 მილიარდი დოლარი მთავრობის ვალია, 780,9 მილიონი დოლარი - ეროვნული ბანკის ვალდებულებები, 473,1 მილიონი დოლარი და 1,3 მილიარდი დოლარი – სახელმწიფო საწარმოების ვალი ობლიგაციებსა და სესხებზე.
საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალმა 9,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, კერძო საწარმოების - 5 მილიარდი დოლარი, კომპანიებს შორის - 2,4 მილიარდი დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 86,6% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 12,6 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 33,1%) შეადგინა, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი კი 5,6 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 14,6%).