https://sputnik-georgia.com/20260406/parlamenti-maka-bochorishvilis-mousmens-297980108.html
პარლამენტი ინტერპელაციის წესით მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს
პარლამენტი ინტერპელაციის წესით მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს
Sputnik საქართველო
საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს 06.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-06T21:29+0400
2026-04-06T21:29+0400
2026-04-06T22:13+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0b/293719038_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_ff46fac39c80dfb5177055d31ce27a93.jpg
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. 14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს, ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვები ფრაქციამ „საქართველოსთვის“ წარადგინა.მინისტრი პარლამენტში გამოცხადდება და წინასწარ ცნობილ კითხვებს უპასუხებს. დეპუტატებს მხოლოდ ამ კითხვების დაზუსტების უფლება ექნებათ. ინტერპელაციის ფარგლებში სხვა თემებზე კითხვების დასმა დაუშვებელია.ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაიწყება, რომელთა შორისაა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება.პროექტის თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.კანონპროექტის განხილვა ბიუროს გადაწყვეტილებით დაჩქარებული წესით მოხდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0b/293719038_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_90e69b084b4bc2ff61a912606170f547.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პარლამენტი ინტერპელაციის წესით მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს
21:29 06.04.2026 (განახლებულია: 22:13 06.04.2026) საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. 14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს, ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვები ფრაქციამ „საქართველოსთვის“ წარადგინა.
მინისტრი პარლამენტში გამოცხადდება და წინასწარ ცნობილ კითხვებს უპასუხებს. დეპუტატებს მხოლოდ ამ კითხვების დაზუსტების უფლება ექნებათ. ინტერპელაციის ფარგლებში სხვა თემებზე კითხვების დასმა დაუშვებელია.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაიწყება, რომელთა შორისაა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება.
პროექტის თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
კანონპროექტის განხილვა ბიუროს გადაწყვეტილებით დაჩქარებული წესით მოხდება.