მესტიის მიმართულებით სააღდგომოდ ავიარეისები დაემატება

© Sputnik / Viktor Kaminskyმესტიის აეროპორტი
მესტიის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2026
გამოწერა
დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს შორის 9 -14 აპრილის პერიოდში შესრულდება
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებით ოთხი ავიარეისი დანიშნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2026 წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი სამყარო 12 აპრილს აღნიშნავს.
დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს შორის 9 -14 აპრილის პერიოდში შესრულდება:
ფრენების განრიგი:
9 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა -16:00 საათზე,
მესტია-ნახატხარი გაფრენა – 17:20 საათზე.
14 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 16:00 საათზე,
მესტია – ნატახტარი გაფრენა – 17:20 საათზე.
ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ბავშების მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე.
ყველა ახალი ამბავი
0