მეგობრობა და სტაბილურობა: რატომ არის ალიევის ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaილჰამ ალიევის საქართველოში ჩამოვიდა
ილჰამ ალიევის საქართველოში ჩამოვიდა - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2026
გამოწერა
კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა.
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული ვითარებისა და გლობალური გამოწვევების ფონზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ალიევი სახელმწიფო ვიზიტით საქართველოს 6 აპრილს, ორშაბათს ეწვია. მან მეუღლესთან ერთად გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ძეგლი. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ალიევის სახელობის სკვერში თბილისის მერი კახა კალაძე დახვდა, რომელმაც აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას პატივი მიაგო.
„საქართველოში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი მნიშვნელოვანია თუნდაც იმის გათვალისწინებით, რამდენად რთული მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, რა პროცესები მიმდინარეობს და რა გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო. რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაპრინციპულად მნიშვნელოვანია და ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანაში წესრიგი და სიმშვიდე იყოს“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა.
„აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული, კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რომელიც უკვე წლებია არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია... რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ასეთ მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას“, - განაცხადა კალაძემ.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ალიევმა ქართველ კოლეგა მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრა უკვე გამართა. ასევე დაგეგმილია ალიევის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
მმართველი პარტია „ქართულ ოცნების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდება.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
ყველა ახალი ამბავი
0