წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და დუნაბეს თასის გამარჯვებული გახდა

© Georgian Aquatic Sports Federationწყალბურთის ნაკრები
წყალბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2026
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა დუნაბეს თასზე სამი მატჩი გამართა – სლოვაკეთის გარდა, ქართველმა წყალბურთელებმა კანადისა (17:11) და ავსტრალიის (17:9) ნაკრებები დაამარცხეს.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დუნაბეს თასზე მესამე მატჩი სლოვაკეთთან გამართა, დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე ანგარიშით 18:16 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ქართველმა წყალბურთელებმა პირველი ორი მეოთხედი (3:4, 3:4) დათმეს, მაგრამ მდგომარეობა დასკვნით ორ მეოთხედში გამოასწორეს, რომელიც 4:3, 8:5 მოიგეს და საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ირაკლი რაზმაძე (მეკარე), გიორგი გვეტაძე (მეკარე); საბა ტყეშელაშვილი, ვატო დადვანი (2), ნიკა შუშიაშვილი (4), ანდრია ბითაძე, დუშან ვასიჩი (3), ხვიჩა ჯახაია (2), იოვან სარიჩი, გიორგი მესხი (3), ლუკა ჩიქოვანი, ბესიკ ახვლედიანი (1), სტეფან პიეშივაცი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი (2).
საქართველოს ნაკრებმა დუნაბეს თასზე სამი მატჩი გამართა – სლოვაკეთის გარდა, ქართველმა წყალბურთელებმა კანადისა (17:11) და ავსტრალიის (17:9) ნაკრებები დაამარცხეს.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება, რომელიც 7-13 აპრილის ჩათლით მალატაში გაიმართება. ტურნირში 26 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, ბრაზილიისა და სლოვენიის ეროვნული გუნდები იქნებიან.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
7 აპრილი, 13:00
საქართველო – თურქეთი;
8 აპრილი, 13:30
საქართველო – ბრაზილია;
9 აპრილი, 15:00
საქართველო – სლოვენია.
ყველა ახალი ამბავი
0