https://sputnik-georgia.com/20260405/tekla-gersamias-20-wlit-patimroba-sheeparda-297962320.html
ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ „ტიკტოკერს" 20 წლით პატიმრობა შეეფარდა
ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ „ტიკტოკერს" 20 წლით პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ... 05.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-05T12:13+0400
2026-04-05T12:13+0400
2026-04-05T12:13+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_59:54:1280:741_1920x0_80_0_0_f2476d7bec160f23b314a41f2cdb481c.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, 25 წლის თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, პირველ 4 საათში მიიღო.მკვლელობა თბილისში 2025 წლის 22 აგვისტოს მოხდა. გამოძიების ცნობით, გერსამიამ ლუკა დარსალიას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარის ვერსია ლუკა დარასელიას თვითმკვლელობაა, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს და ახალგაზრდა ქალი ქმრის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.თეკლას გერსამიას ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხობს.დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_6989f285e87b7fcecc25475c0d35d0cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ „ტიკტოკერს" 20 წლით პატიმრობა შეეფარდა
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, 25 წლის თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, პირველ 4 საათში მიიღო.
მკვლელობა თბილისში 2025 წლის 22 აგვისტოს მოხდა. გამოძიების ცნობით, გერსამიამ ლუკა დარსალიას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარის ვერსია ლუკა დარასელიას თვითმკვლელობაა, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს და ახალგაზრდა ქალი ქმრის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
თეკლას გერსამიას ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხობს.
დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.