https://sputnik-georgia.com/20260405/kobaxidze-saqartvlo-tvitkmari-kvekana-unda-gaxdes-297962635.html
კობახიძე: დიდი ჰიდროელექტროსადგურების გარეშე ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობა შეუძლებელია
კობახიძე: დიდი ჰიდროელექტროსადგურების გარეშე ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობა შეუძლებელია
Sputnik საქართველო
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება 05.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-05T12:53+0400
2026-04-05T12:53+0400
2026-04-05T12:53+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250915223_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_c23b0c46a0eb5fec0fc2d4108b700b19.jpg
თბილისი 5 აპრილი — Sputnik. სახელმწიფოსთვის აუცილებეია იცოდეს, ღირს თუ არა მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე მუშაობის დაწყება, რადგანაც ამის გარეშე სექტორში სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ქვეყანას არ დაემატება 2000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც საუბარი ჰიდროელექტროსადგურებზე მიდის, 2800 მგვტ - ეს საპროგნოზო მაჩვენებელია ათწლიან პერსპექტივაში, საიდანაც დაახლოებით 1900 მგვტ სწორედ მსხვილ ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე“, - განაცხადა კობახიძემ.ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა ქვეყნის მზარდი დამოკიდებულება ენერგომომწოდებლებზე. მისი შეფასებით, არსებული ვითარება შეშფოთებას იწვევს.როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა და ეს ტენდენცია ნარჩუნდება.„იმპორტი იზრდება. თუ ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო დონეს ავიღებთ, რამდენიმე წლის წინ, 2016 წლამდე, ის 5% იყო, ახლა კი 10%-მდე გაიზარდა. თუმცა, თუ ამას ელექტროენერგიის გამომუშავებასთან, ანუ თბოელექტროსადგურებთან დაკავშირებულ გაზის იმპორტს დავუმატებთ, მაშინ დონე კიდევ უფრო მაღალია“, - აღნიშნა კობახიძემ.მთავრობის მეთაურის თქმით, ენერგეტიკის სექტორის განვითარება არა მხოლოდ იმპორტს შეამცირებს, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროენერგიის ექსპორტს.როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში გეგმავს არა მხოლოდ გააორმაგოს, არამედ 11 500 მგვტ-მდე გაზარდოს ქვეყნის დადგმული სიმძლავრე, რის შემდეგაც საქართველო სრულად დამოუკიდებელი გახდება იმპორტისგან და შეძლებს ელექტროენერგიის ექსპორტს.მთავრობის გეგმებშია 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ მოხმარებას გადააჭარბოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250915223_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_359bbe80614b05836bc5ef15ec045169.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
კობახიძე: დიდი ჰიდროელექტროსადგურების გარეშე ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობა შეუძლებელია
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება
თბილისი 5 აპრილი — Sputnik. სახელმწიფოსთვის აუცილებეია იცოდეს, ღირს თუ არა მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე მუშაობის დაწყება, რადგანაც ამის გარეშე სექტორში სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
„დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ქვეყანას არ დაემატება 2000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც საუბარი ჰიდროელექტროსადგურებზე მიდის, 2800 მგვტ - ეს საპროგნოზო მაჩვენებელია ათწლიან პერსპექტივაში, საიდანაც დაახლოებით 1900 მგვტ სწორედ მსხვილ ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის.
სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა ქვეყნის მზარდი დამოკიდებულება ენერგომომწოდებლებზე. მისი შეფასებით, არსებული ვითარება შეშფოთებას იწვევს.
„ჩვენი იმპორტზე დამოკიდებულება 29%-ს შეადგენს, თუ ელექტროენერგიას და შესაბამის გაზს ერთად ავიღებთ, რვა თვის განმავლობაში ძირითადად იმპორტზე ვიყავით დამოკიდებულები. ამ თვეების განმავლობაში იმპორტზე დამოკიდებულებამ უკვე დაახლოებით 42%-ს მიაღწია“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა და ეს ტენდენცია ნარჩუნდება.
„იმპორტი იზრდება. თუ ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო დონეს ავიღებთ, რამდენიმე წლის წინ, 2016 წლამდე, ის 5% იყო, ახლა კი 10%-მდე გაიზარდა. თუმცა, თუ ამას ელექტროენერგიის გამომუშავებასთან, ანუ თბოელექტროსადგურებთან დაკავშირებულ გაზის იმპორტს დავუმატებთ, მაშინ დონე კიდევ უფრო მაღალია“, - აღნიშნა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ენერგეტიკის სექტორის განვითარება არა მხოლოდ იმპორტს შეამცირებს, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროენერგიის ექსპორტს.
„ჩვენ გვსურს, რომ საქართველო ელექტროენერგიის მხრივ თვითკმარი გახდეს. არსებობს სხვა ენერგორესურსები - გაზი, ნავთობი - რომლებშიც თვითკმარისობის მიღწევა შეუძლებელია, საამისოდ საჭირო რესურსები არ გვაქვს. თუმცა, ელექტროენერგიის სექტორში ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ სრულიად თვითკმარი გავხდეთ“, - დასძინა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში გეგმავს არა მხოლოდ გააორმაგოს, არამედ 11 500 მგვტ-მდე გაზარდოს ქვეყნის დადგმული სიმძლავრე, რის შემდეგაც საქართველო სრულად დამოუკიდებელი გახდება იმპორტისგან და შეძლებს ელექტროენერგიის ექსპორტს.
მთავრობის გეგმებშია 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ მოხმარებას გადააჭარბოს.