Do Rzeczy: პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშივარშავა
ვარშავა - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2026
გამოწერა
2025 წელს შემოწმებული ქართველების თითქმის 29% არალეგალურად იყო დასაქმებული.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. პოლონეთის მთავრობა საქართველოს, ასევე კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს, რადგანაც ეს სისტემა ხშირად გამოიყენება არა ტურიზმის, არამედ სამუშაოს ლეგალიზებისთვის, იუწყება გამოცემა Do Rzeczy.
„პოლონეთის მთავრობა საემიგრაციო პოლიტიკაში რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს - მიზეზი მოქმედი კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებაა. კოლუმბიის, ვენესუელასა და საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმის პირობებში პოლონეთში მუშაობის შესაძლებლობას დაკარგავენ, ნათქვამია ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს მიერ მომზადებული დადგენილების პროექტში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პოლონეთის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში მასშტაბურ დარღვევებზე მიუთითებს. გამოცემა იუწყება, რომ 2025 წელს შემოწმებული ქართველების თითქმის 29% არალეგალურად იყო დასაქმებული.
ამასთან, პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს პოლონეთში ქართველებმა 2.714 დანაშაული ჩაიდინეს.
ყველა ახალი ამბავი
0