გიგა ავალიანის მკვლელობა: ბრალდებულთა სასჯელის განსაზღვრის სხდომა 8 აპრილს გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2026
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიმართ საქმის არსებითი განხილვა დაასრულა
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო - მოსამართლის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ბრალად წარდგენილ სამივე მუხლში დამნაშავედ იქნენ ცნობილი - დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს, რის შემდეგაც ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს.
რაც შეეხება საბოლოო სასჯელს, მისი განსაზღვრის სხდომა 8 აპრილს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, რამდენი წლის გატარება მოუწევთ არასრულწლოვანებს პენიტენციურ დაწესებულებაში.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულების: ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიმართ, რომელთაგან ორ ბრალდებულს ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს ბრალად ედებოდა სსკ-ის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გამოიხატა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად", განაცხადა საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ.
მისი თქმით, სამივე არასრულწლოვანს ასევე ბრალად ედებოდა სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ელი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას. ამ კუთხით მათ ბრალდება ედავებოდა დიდ დიღომში ჩადენილ მრავალეპიზოდიან ძალადობას.
რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მისი საკითხი გიგა ავალიანის ჯანმრთელობის დაზიანების მომზადებასთან დაკავშირებით ცალკე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში და ამ ნაწილში დღევანდელ სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა.
ყველა ახალი ამბავი
0