https://sputnik-georgia.com/20260404/ucxo-qveynis-moqalaqe-motyuebit-uzravi-qonebis-mitvisebas-cdilobda-297959990.html
უცხო ქვეყნის მოქალაქე დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლებას ცდილობდა
უცხო ქვეყნის მოქალაქე დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლებას ცდილობდა
Sputnik საქართველო
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 04.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-04T18:23+0400
2026-04-04T18:23+0400
2026-04-04T18:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სუს-ის ცნობით, ბრალდებული პირი, ამავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას. კერძოდ, ბრალდებულმა სხვა ქვეყნის მოქალაქის სახელით სანოტარო მოქმედების შესრულების გზით მესამე პირისთვის საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის უფლების მინიჭება სცადა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე და 19, 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
უცხო ქვეყნის მოქალაქე დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლებას ცდილობდა
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სუს-ის ცნობით, ბრალდებული პირი, ამავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას.
კერძოდ, ბრალდებულმა სხვა ქვეყნის მოქალაქის სახელით სანოტარო მოქმედების შესრულების გზით მესამე პირისთვის საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის უფლების მინიჭება სცადა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე და 19, 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.