როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში - მარტის მონაცემები

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841ბაზარი ორბელიანზე
ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2026
გამოწერა
2026 წლის მარტში, 2026 წლის თებერვალთან შედარებით, დეფლაციის დონემ 0,8% შეადგინა.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოში წლიური ინფლაცია (2026 წლის მარტი 2025 წლის მარტთან) 4,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (საქსტატის) მასალებში.
წინა თვის განმავლობაში, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 4,8% (2026 წლის იანვარი 2025 წლის იანვართან) და 4,6% (2025 წლის თებერვალი 2026 თებერვალთან) შეადგინა.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (7,5%), სასტუმროები და რესტორნები (7%), ალკოჰოლური და თამბაქოს ნაწარმი (6,2%), ჯანდაცვა (4,2%), ტრანსპორტი (4%), განათლების სფერო (2,4%), კომუნალური მომსახურება (0,4%).
ფასები შემცირდა კომუნიკაციებზე (4,3%), ავეჯზე, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სახლის მოვლა-პატრონობაზე (3,2%), დასვენებასა და გართობაზე (1,5%) და ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (0,8%).
2026 წლის მარტში, 2026 წლის თებერვალთან შედარებით, დეფლაციის დონემ 0,8% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0