https://sputnik-georgia.com/20260404/pirvelad-54-wlis-semdeg-nasam-dedamiwis-unikaluri-kadrebi-gamoaqveyna-297959411.html
პირველად 54 წლის შემდეგ: NASA-მ დედამიწის უნიკალური კადრები გამოაქვეყნა
პირველად 54 წლის შემდეგ: NASA-მ დედამიწის უნიკალური კადრები გამოაქვეყნა
Sputnik საქართველო
ბოლოჯერ ასეთი ფოტო 1972 წელს „აპოლონ-17“ მისიის დროს 04.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-04T17:13+0400
2026-04-04T17:13+0400
2026-04-04T17:13+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
nasa
აშშ
კანადა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/04/297956254_0:11:1920:1091_1920x0_80_0_0_8249c2d0bb90d5ac4121e7544be2be3d.jpg
თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. NASA-მ გამოაქვეყნა დედამიწის ფოტოები, რომლებიც ღრმა კოსმოსიდან მთვარის მისია Artemis II-ის ხომალდ Orion-ის ბორტიდან გადაიღეს.აღსანიშნავია, რომ პირველ ფოტოზე დედამიწა აღბეჭდილია იმ მომენტში, როდესაც პლანეტა მზეს ეფარება. სხვა ფოტოებზე დედამიწა ნაწილობრივ ჩანს და მზის სხივებით არ არის განათებული.როგორც NASA განმარტავს, ქვედა მარჯვენა მხარეს ვარსკვლავი ვენერაა. ყველა ფოტო გადაიღო ასტრონავტმა რიდ ვაისმანმა.ბოლოჯერ ასეთი ფოტო გადაიღეს 1972 წელს „აპოლონ-17“ მისიის დროს, ანუ 54 წლის წინ. ამის შემდეგ დედამიწის ფოტოები გროვდებოდა ცალკეული კადრებიდან, რომლებიც ორბიტიდან იყო გადაღებული.კოსმოსურმა ხომალდმა „ორიონმა“ მთვარისკენ გეზი ადგილობრივი დროით 1 აპრილს 18:35 საათზე Artemis II-ის მისიის ფარგლებში აიღო. ხომალდის გაშვება ჯონ კენედის კოსმოსური ცენტრის (ფლორიდა) მოედნიდან განხორციელდა.როგორც მოსალოდნელია, NASA-ს ასტრონავტები რიდ ვაისმანი, კრისტინა კუკი და ვიქტორ გლოვერი, ასევე კანადელი ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი მთვარეს 8 ათასი კილომეტრის მანძილზე შემოუფრენენ, შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდებიან. მისიის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს.ადამიანები მთვარეს 1972 წლის შემდეგ პირველად მიუახლოვდებიან, თუმცა ამჯერად ასტრონავტები მთვარეზე არ დაეშვებიან: დაფრენა სხვა ექსპედიციის ფარგლებში, 2028 წელს არის დაგეგმილი.
აშშ
კანადა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/04/297956254_100:0:1807:1280_1920x0_80_0_0_0021be6f77e9f6390f9ab019798781a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, nasa, აშშ , კანადა
მსოფლიოს ახალი ამბები, nasa, აშშ , კანადა
პირველად 54 წლის შემდეგ: NASA-მ დედამიწის უნიკალური კადრები გამოაქვეყნა
ბოლოჯერ ასეთი ფოტო 1972 წელს „აპოლონ-17“ მისიის დროს
თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. NASA-მ გამოაქვეყნა დედამიწის ფოტოები, რომლებიც ღრმა კოსმოსიდან მთვარის მისია Artemis II-ის ხომალდ Orion-ის ბორტიდან გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ პირველ ფოტოზე დედამიწა აღბეჭდილია იმ მომენტში, როდესაც პლანეტა მზეს ეფარება. სხვა ფოტოებზე დედამიწა ნაწილობრივ ჩანს და მზის სხივებით არ არის განათებული.
როგორც NASA განმარტავს, ქვედა მარჯვენა მხარეს ვარსკვლავი ვენერაა. ყველა ფოტო გადაიღო ასტრონავტმა რიდ ვაისმანმა.
ბოლოჯერ ასეთი ფოტო გადაიღეს 1972 წელს „აპოლონ-17“ მისიის დროს, ანუ 54 წლის წინ. ამის შემდეგ დედამიწის ფოტოები გროვდებოდა ცალკეული კადრებიდან, რომლებიც ორბიტიდან იყო გადაღებული.
კოსმოსურმა ხომალდმა „ორიონმა“ მთვარისკენ გეზი ადგილობრივი დროით 1 აპრილს 18:35 საათზე Artemis II-ის მისიის ფარგლებში აიღო. ხომალდის გაშვება ჯონ კენედის კოსმოსური ცენტრის (ფლორიდა) მოედნიდან განხორციელდა.
როგორც მოსალოდნელია, NASA-ს ასტრონავტები რიდ ვაისმანი, კრისტინა კუკი და ვიქტორ გლოვერი, ასევე კანადელი ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი მთვარეს 8 ათასი კილომეტრის მანძილზე შემოუფრენენ, შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდებიან. მისიის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს.
ადამიანები მთვარეს 1972 წლის შემდეგ პირველად მიუახლოვდებიან, თუმცა ამჯერად ასტრონავტები მთვარეზე არ დაეშვებიან: დაფრენა სხვა ექსპედიციის ფარგლებში, 2028 წელს არის დაგეგმილი.