ანალიტიკოსებმა საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის პროგნოზი შეცვალეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტეხის ხიდი
მეტეხის ხიდი - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2026
გამოწერა
ექსპერტები მაჩვენებლების გადახედვას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციას უკავშირებენ
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-მა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე, 2026 წლისთვის საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პროგნოზი შეამცირა.
წლის დასაწყისში კომპანია პროგნოზირებდა, რომ 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 5 მილიარდ დოლარს მიაღწევდა.

„საერთო ჯამში, 2026 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, ჩვენი შეფასებით, 640 მილიონ დოლარს მიაღწია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 4,9 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც ნაკლებია ჩვენს წინა შეფასებაზე, 5 მილიარდ დოლარზე, იმ პირობით, თუ ირანში ესკალაცია მოკლევადიანი აღმოჩნდება“, - ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

2025 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს დაახლოებით 4,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 5,98%-ით გაიზარდა.
ყველაზე დიდი თანხა 2025 წელს - 697,3 მილიონი დოლარი რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს.
2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, 2023 წელთან შედარებით 7,3%-ით გაიზარდა და 4,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ყველა ახალი ამბავი
0