https://sputnik-georgia.com/20260403/sagadasaxdelo-angarishis-depicitma-rekordulad-dabal-nisnuls-miarwia-297938933.html
საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია
საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2,6% შეადგინა, რაც საქართველოსთვის ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია. 03.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-03T11:32+0400
2026-04-03T11:32+0400
2026-04-03T11:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714104_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_d674aebe3d26c73715c10a19fea0f8d1.jpg
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 803,9 მლნ დოლარით შემცირდა და 2025 წელს 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტს გაუტოლდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2,6% შეადგინა, რაც საქართველოსთვის ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია.ტურისტული სერვისების ექსპორტმა 2025 წლის მეოთხე კვარტალში 1,1 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 9,2%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გარდა ამისა, კომპიუტერული და საინფორმაციო სერვისებიდან მიღებული შემოსავალი მეოთხე კვარტალში 357 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.შემოსავლების ბალანსი უარყოფითია და 634,5 მლნ დოლარს შეადგენს. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება გაიზარდა 18,4%-ით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი გაიზარდა 9,1%-ით.მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 14,7%-ით გაიზარდა და 2025 წლის მეოთხე კვარტალში 1 მლრდ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 15%-ით, 945,4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მეოთხე კვარტალში 374,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 3,5%-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714104_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f699271243c22204939d387e1c9d9dd3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2,6% შეადგინა, რაც საქართველოსთვის ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 803,9 მლნ დოლარით შემცირდა და 2025 წელს 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტს გაუტოლდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2,6% შეადგინა, რაც საქართველოსთვის ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მეტად დეფიციტური კომპონენტია საქონლით ვაჭრობა, რომლის უარყოფითმა სალდომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში 1,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 6,3%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, წლიურად საქონლის ექსპორტი 20,9%-ით, იმპორტი კი 14,7%-ით გაიზარდა.
ტურისტული სერვისების ექსპორტმა 2025 წლის მეოთხე კვარტალში 1,1 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 9,2%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გარდა ამისა, კომპიუტერული და საინფორმაციო სერვისებიდან მიღებული შემოსავალი მეოთხე კვარტალში 357 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
შემოსავლების ბალანსი უარყოფითია და 634,5 მლნ დოლარს შეადგენს. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება გაიზარდა 18,4%-ით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი გაიზარდა 9,1%-ით.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 14,7%-ით გაიზარდა და 2025 წლის მეოთხე კვარტალში 1 მლრდ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 15%-ით, 945,4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მეოთხე კვარტალში 374,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 3,5%-ია.