https://sputnik-georgia.com/20260403/marneulsa-da-xasursi-pesticidebi-da-agroqimikatebi-aralegalurad-iyideboda-297943515.html
მარნეულსა და ხაშურში პესტიციდები და აგროქიმიკატები არალეგალურად იყიდებოდა
მარნეულსა და ხაშურში პესტიციდები და აგროქიმიკატები არალეგალურად იყიდებოდა
Sputnik საქართველო
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და აეკრძალათ აგროქიმიკატებითა და პესტიციდებით ვაჭრობა. 03.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-03T16:27+0400
2026-04-03T16:27+0400
2026-04-03T16:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281576498_0:106:1280:827_1920x0_80_0_0_37a33be6a891b4388e36ae9a6a22c418.jpg
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარნეულსა და ხაშურში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, სახელმწიფო კონტროლის შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ დამია-გიურარხიში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტი შპს ,,უმკა ჯორჯია" გამოვლინდა. ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა. ხაშურში, იმერეთის ქუჩა N10-ში კი ინდივიდუალური მეწარმე პესტიციდებს სავალდებულო აღიარების გარეშე ყიდდა. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და აეკრძალათ აგროქიმიკატებითა და პესტიციდებით ვაჭრობა შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე. უწყების ცნობით, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281576498_90:0:1228:853_1920x0_80_0_0_2650105575d7e842a342eadd4a8d7c46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სურსათის ეროვნული სააგენტო
მარნეულსა და ხაშურში პესტიციდები და აგროქიმიკატები არალეგალურად იყიდებოდა
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და აეკრძალათ აგროქიმიკატებითა და პესტიციდებით ვაჭრობა.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარნეულსა და ხაშურში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სახელმწიფო კონტროლის შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ დამია-გიურარხიში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტი შპს ,,უმკა ჯორჯია" გამოვლინდა. ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა.
ხაშურში, იმერეთის ქუჩა N10-ში კი ინდივიდუალური მეწარმე პესტიციდებს სავალდებულო აღიარების გარეშე ყიდდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და აეკრძალათ აგროქიმიკატებითა და პესტიციდებით ვაჭრობა შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე.
უწყების ცნობით, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.