https://sputnik-georgia.com/20260402/miusafari-cxovelebis-populaciis-martva-saqartvelosi-rogor-musaobs-kanoni-297931627.html
მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის რეფორმა საქართველოში: როგორ მუშაობს კანონი
მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის რეფორმა საქართველოში: როგორ მუშაობს კანონი
Sputnik საქართველო
2025 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის ქუჩებში 29 676 მიუსაფარი ძაღლი იყო რეგისტრირებული. 02.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-02T15:31+0400
2026-04-02T15:31+0400
2026-04-02T16:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცხოველთა დაცვა
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0c/281159746_0:124:1280:844_1920x0_80_0_0_8f06f927b21fd8bfd9354d90f55fd5b3.jpg
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. მიუსაფარი ცხოველების გარემოში დაბრუნების გრაფიკი, მათი რეგისტრაციის სისტემა, ასევე ვაქცინაციის, ჩიპირებისა და უფასო სტერილიზაციის ახალი ზომები იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლაშა ავალიანის გამოსვლის მთავარი თემები. უკვე რამდენიმე დღეა ცხოველთა უფლებების დამცველები თბილისში საპროტესტო აქციებს მართავენ. მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და ვაქცინირებული ცხოველები და შემდეგ არ აბრუნებს მათ თავდაპირველ ადგილას. თავის მხრივ, სააგენტომ უარყო ჭორები საქართველოს ქუჩებში დაჭერილი მაწანწალა ძაღლების დაძინების შესახებ და განაცხადა, რომ ცხოველები მხოლოდ ვეტერინარული მანიპულაციების მიზნით მიჰყავთ. კანონმდებლობამ განსაზღვრა, რომ ასეთ ტერიტორიებზე არ უნდა მოხდეს ძაღლების დაბრუნება, მათ შორისაა აგრარული ბაზარიც.მან ასევე განმარტა ძაღლების მიკედლების პროცედურები და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქში, ასევე აჭარის ტერიტორიაზე. მისი თქმით, იგივე პროცესი უნდა ჩამოყალიბდეს ყველა მუნიციპალიტეტში, რაც განსაზღვრულია შესაბამისი კანონით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა. მან ხაზი გაუსვა, რომ ცხოველთა რეგისტრაციის სისტემა 2012 წლიდან მოქმედებს. თუმცა, მან აქვე დააზუსტა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ პროგრამაზე. რომელიც ივნისიდან უნდა ამოქმედდეს და რომელშიც ჩართული უნდა იყვნენ კლინიკები, გრუმინგ ცენტრები, კერძო თავშესაფრები. ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება და ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას უფასოდ. 2025 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის ქუჩებში 29.676 მიუსაფარი ძაღლი იყო რეგისტრირებული. საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სერიოზულად დგას. მათი დიდი რაოდენობა ქვეყნისთვის პრობლემაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ 2025 წლიდან აჭარაში, იმერეთსა და კახეთში, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა გაამკაცროს კონტროლი სახლის პირობებში შინაური ცხოველების მოშენებაზე. საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს შერეული ჯიშის (მეტისების) ძაღლების, ერთიან მონაცემთა ბაზაში დაურეგისტრირებელი ძაღლების და პოტენციურად მაღალი რისკის მქონე ძაღლების მოშენებას. 2026 წლიდან ჯიშიანი ძაღლებისა და კატების მოშენებისთვის საჭირო იქნება მუნიციპალიტეტიდან ნებართვის აღება, ვეტერინარული კლინიკის ცნობა და მოშენებაზე ნებართვა კლუბისგან. საქართველოში მოშენების წესების დარღვევა 3 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. მაღალი ჯარიმებია ასევე დაწესებული შინაური ცხოველების ქუჩაში დატოვებისთვის, დაურეგისტრირებელი ძაღლებისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროულად ჩაუტარებლობისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0c/281159746_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_350dcc96b78216a5f23f23c5498f9a59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცხოველთა დაცვა, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, ცხოველთა დაცვა, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის რეფორმა საქართველოში: როგორ მუშაობს კანონი
15:31 02.04.2026 (განახლებულია: 16:41 02.04.2026) 2025 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის ქუჩებში 29 676 მიუსაფარი ძაღლი იყო რეგისტრირებული.
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. მიუსაფარი ცხოველების გარემოში დაბრუნების გრაფიკი, მათი რეგისტრაციის სისტემა, ასევე ვაქცინაციის, ჩიპირებისა და უფასო სტერილიზაციის ახალი ზომები იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლაშა ავალიანის გამოსვლის მთავარი თემები.
უკვე რამდენიმე დღეა ცხოველთა უფლებების დამცველები თბილისში საპროტესტო აქციებს მართავენ. მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და ვაქცინირებული ცხოველები და შემდეგ არ აბრუნებს მათ თავდაპირველ ადგილას. თავის მხრივ, სააგენტომ უარყო ჭორები საქართველოს ქუჩებში დაჭერილი მაწანწალა ძაღლების დაძინების შესახებ და განაცხადა, რომ ცხოველები მხოლოდ ვეტერინარული მანიპულაციების მიზნით მიჰყავთ.
"გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში მიკედლება ცხოველების არის შეზღუდული, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები", - განაცხადა ავალიანმა.
კანონმდებლობამ განსაზღვრა, რომ ასეთ ტერიტორიებზე არ უნდა მოხდეს ძაღლების დაბრუნება, მათ შორისაა აგრარული ბაზარიც.
მან ასევე განმარტა ძაღლების მიკედლების პროცედურები და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქში, ასევე აჭარის ტერიტორიაზე.
მისი თქმით, იგივე პროცესი უნდა ჩამოყალიბდეს ყველა მუნიციპალიტეტში, რაც განსაზღვრულია შესაბამისი კანონით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ცხოველთა რეგისტრაციის სისტემა 2012 წლიდან მოქმედებს.
"ჩვენ 2012 წლიდან გვაქვს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა. პირველ ეტაპზე ფერმის ცხოველების რეგისტრაცია ხორციელდებოდა. სწორედ ამ პროგრამის მონაცემთა ბაზას უკვე ვიყენებთ რამდენიმე თვეა მიუსაფარი ცხოველების რეგისტრაციის შემთხვევაში. ის, რომ პროგრამა არ არსებობს, სიმართლეს არ შესაბამება", - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
თუმცა, მან აქვე დააზუსტა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ პროგრამაზე. რომელიც ივნისიდან უნდა ამოქმედდეს და რომელშიც ჩართული უნდა იყვნენ კლინიკები, გრუმინგ ცენტრები, კერძო თავშესაფრები.
ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება და ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას უფასოდ.
2025 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის ქუჩებში 29.676 მიუსაფარი ძაღლი იყო რეგისტრირებული.
საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სერიოზულად დგას. მათი დიდი რაოდენობა ქვეყნისთვის პრობლემაა.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ 2025 წლიდან აჭარაში, იმერეთსა და კახეთში, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა გაამკაცროს კონტროლი სახლის პირობებში შინაური ცხოველების მოშენებაზე. საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს შერეული ჯიშის (მეტისების) ძაღლების, ერთიან მონაცემთა ბაზაში დაურეგისტრირებელი ძაღლების და პოტენციურად მაღალი რისკის მქონე ძაღლების მოშენებას.
2026 წლიდან ჯიშიანი ძაღლებისა და კატების მოშენებისთვის საჭირო იქნება მუნიციპალიტეტიდან ნებართვის აღება, ვეტერინარული კლინიკის ცნობა და მოშენებაზე ნებართვა კლუბისგან. საქართველოში მოშენების წესების დარღვევა 3 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
მაღალი ჯარიმებია ასევე დაწესებული შინაური ცხოველების ქუჩაში დატოვებისთვის, დაურეგისტრირებელი ძაღლებისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროულად ჩაუტარებლობისთვის.