გადატვირთვა არც ისე შორსაა: კალაძემ აშშ-დან მნიშვნელოვან სიგნალებზე მიანიშნა

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2026
გამოწერა
თბილისმა განაცხადა აშშ-ს წინა ადმინისტრაციისთვის დამახასიათებელი "შანტაჟისა და ზეწოლის" ეპოქის დასრულების შესახებ და თეთრ სახლს ფორმალური ურთიერთქმედების ნაცვლად სტრატეგიული პარტნიორობას შესთავაზა.
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან არამხოლოდ ურთიერთობების შენარჩუნება, არამედ სტრატეგიული პარტნიორობა, განაცხადა მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მზად არიან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დასაწყებად. თუმცა ჯერჯერობით ამას პასუხი არ მოჰყოლია.
"არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის აშშ-სთან არამხოლოდ უბრალოდ ურთიერთობები, არამედ სტრატეგიული პარტნიორობა. მნიშვნელოვანია, ასევე, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება, რადგან წინა ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან მიმართებით იყო მტრული დამოკიდებულება", - განაცხადა კალაძემ.
მისი შეფასებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ იყო დაფუძნებული სიცრუეზე, ბოროტებაზე, არასწორ ინფორმაციაზე, შანტაჟსა და მუქარაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები გადატვირთოს და ელოდება საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის პატივისცემას.
"ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები", - აღნიშნა კალაძემ.
მან ასევე დადებითად შეაფასა ბოლოდროინდელი კონტაქტები, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩათვლით. კალაძის თქმით, ეს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის იმედს იძლევა.
მან ასევე განაცხადა, რომ აპრილში სხვადასხვა ფორმატში მთელი რიგი შეხვედრებია დაგეგმილი, რომელთაგანაც დადებითი შედეგებია მოსალოდნელი.
"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლით. დაველოდოთ, სანამ კონკრეტიკა არ იქნება. იცით, რომ აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, ასევე იქნება საინტერესო სიახლეები. დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს იმ ინფორმაციით, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის", - განაცხადა მან
მისი თქმით, საუბარია ზოგადად საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების მომავალს, ქვეყნებს შორის შესაძლო პარტნიორობასა და მის შემდგომ გაღრმავებაზე.
ამასთან, კალაძემ თავი შეიკავა კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან და მოუწოდა ყველას მოვლენების განვითარებას დაელოდონ.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
ყველა ახალი ამბავი
0