დასავლეთ საქართველოს უწყვეტი გაზმომარაგება - ახალი გაზსადენის მშენებლობა იგეგმება

© photo: GOGC / FBგაზსადენის გაყვანა
გაზსადენის გაყვანა - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2026
გამოწერა
სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს, რომელიც ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება.
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოში აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის "ხაშური–ზესტაფონის" ახალი 70 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონების უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს, იუწყება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.
მაგისტრალური გაზსადენის ახალი მონაკვეთის მოწყობა ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10-წლიანი სახელმწიფო გეგმის საფუძველზე განხორციელდება.
კორპორაციის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება - თავდაპირველად აშენდება 36 კმ-იანი მონაკვეთი.
პროექტის ფარგლებში კორპორაციამ უკვე მოამზადა "ხაშური–ზესტაფონის" გაზსადენის (36 კმ) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) და გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა შემდეგი გადაწყვეტილების მიზნით. მილსადენის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა მეორე ეტაპზე დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება.
ყველა ახალი ამბავი
0