შონ ო'მალი: ილია თოფურიამ თეთრ სახლში ბრძოლა დაიმსახურა

© AFP 2024 / JAVIER SORIANOილია თოფურია
ილია თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2026
გამოწერა
თეთრ სახლში ბრძოლების ჩატარების იდეა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის. ღონისძიება აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ყოფილი ჩემპიონის, შონ ო’მალის თქმით, ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მიმდინარე წელს თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებაზე ბრძოლა დაიმსახურა.
„ილია თოფურიამ სამი ლეგენდა ზედიზედ დაამარცხა. სამივე მათგანი დიდების დარბაზის წევრია. ამიტომ ვთვლი, რომ თეთრ სახლში ბრძოლა ნამდვილად დაიმსახურა“, – განაცხადა შონ ო’მალმა.
ილია თოფურია 14 ივნისს ვაშინგტონში, თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი ბრძოლის მონაწილეა. მისი მეტოქე ამერიკელი ჯასტინ გეიჯი იქნება, რომელიც ამჟამად მსუბუქი (70კგ) დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.
თეთრ სახლში ბრძოლების ჩატარების იდეა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის - UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება. ღონისძიება ექვსი ბრძოლისგან შედგება, ხოლო თოფურიასა და გეიჯის შეხვედრა ბოლო იქნება.
29 წლის ილია თოფურია UFC-ის ორი წონის ჩემპიონია. 2024 წლის თებერვალში მან ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. 2025 წლის ივნისში თოფურია მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი გახდა, მან ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია.
რაც შეეხება 37 წლის ჯასტინ გეიჯის, ამჟამად ის დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.
თოფურია მსუბუქი დიზივიონის საჩემპიონო ქამრის პირველად დაცვას სწორედ ვაშინგტონში, თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეეცდება. ის შერეულ ორთაბრძოლებში აქამდე არ დამარცხებულა და 17 გამარჯვება აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0