https://sputnik-georgia.com/20260401/saagento-miusapar-zaglebze-informacias-avrcelebs-297916134.html
„არ აძინებენ, არამედ ვაქცინაცია-სტერილიზაციას უტარებენ“: სააგენტო მიუსაფარ ძაღლებზე
„არ აძინებენ, არამედ ვაქცინაცია-სტერილიზაციას უტარებენ“: სააგენტო მიუსაფარ ძაღლებზე
Sputnik საქართველო
უწყება მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას ეხება. 01.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-01T18:43+0400
2026-04-01T18:43+0400
2026-04-01T18:43+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
ცხოველთა დაცვა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273588163_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_3bf49b925060123a149924226f0fec4d.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მიუსაფარი ძაღლების „დაძინების" შესახებ და აღნიშნავს, რომ ცხოველების იზოლაცია მხოლოდ ვეტერინარული მანიპულაციების მიზნით ხდება. უწყება მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას ეხება.პროგრამა ითვალისწინებს მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას. როგორც სააგენტოში აღნიშნეს, გამოვლენილია შემთხვევები, როცა სახელწიფო პროგრამის დაწყებამდე საჭდიან ძაღლებს შესაბამისი მანიპულაციები ჩატარებული არ ჰქონდათ. გადამოწმების შემდეგ, ასეთ ძაღლებსაც პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებები უტარდებათ.ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ მიუსაფარი ძაღლების უკონტროლო გამრავლების ერთ-ერთი მიზეზია სიტუაცია, როცა მეპატრონე თავად ამბობს უარს ცხოველზე და მას ტოვებს ქუჩაში.ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება და ასევე ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების როგორც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას უფასოდ.„ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა, ცხოველის მეპატრონეების პასუხისმგებლობასაც გულისხმობს . იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის შედეგად შესაძლებელი გახდება ქუჩაში დატოვებული ცხოველის მეპატრონის იდენტიფიცირება. ასეთი მეპატრონეები კანონმდებლობის შესაბამისად ჯარიმდებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სერიოზულად დგას. მათი დიდი რაოდენობა ქვეყნისთვის პრობლემაა. მხოლოდ თბილისის ქუჩებში 33-დან 40 ათასამდე მაწანწალა ძაღლია.აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ 2025 წლიდან აჭარაში, იმერეთსა და კახეთში, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა გაამკაცროს კონტროლი სახლის პირობებში შინაური ცხოველების მოშენებაზე. საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს შერეული ჯიშის (მეტისების) ძაღლების, ერთიან მონაცემთა ბაზაში დაურეგისტრირებელი ძაღლების და პოტენციურად მაღალი რისკის მქონე ძაღლების მოშენებას.2026 წლიდან ჯიშიანი ძაღლებისა და კატების მოშენებისთვის საჭირო იქნება მუნიციპალიტეტიდან ნებართვის აღება, ვეტერინარული კლინიკის ცნობა და მოშენებაზე ნებართვა კლუბისგან. საქართველოში მოშენების წესების დარღვევა 3 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.მაღალი ჯარიმებია ასევე დაწესებული შინაური ცხოველების ქუჩაში დატოვებისთვის, დაურეგისტრირებელი ძაღლებისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროულად ჩაუტარებლობისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273588163_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_7e61a951e011ea6987f6f8bdd84ef4d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
„არ აძინებენ, არამედ ვაქცინაცია-სტერილიზაციას უტარებენ“: სააგენტო მიუსაფარ ძაღლებზე
უწყება მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას ეხება.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მიუსაფარი ძაღლების „დაძინების" შესახებ და აღნიშნავს, რომ ცხოველების იზოლაცია მხოლოდ ვეტერინარული მანიპულაციების მიზნით ხდება.
უწყება მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას ეხება.
„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს. ძაღლების გადაყვანა ხდება მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების მიზნით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროგრამა ითვალისწინებს მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, გამოვლენილია შემთხვევები, როცა სახელწიფო პროგრამის დაწყებამდე საჭდიან ძაღლებს შესაბამისი მანიპულაციები ჩატარებული არ ჰქონდათ. გადამოწმების შემდეგ, ასეთ ძაღლებსაც პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებები უტარდებათ.
„მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში (საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ). ასეთ შემთხვევაში ცხოველის გადაყვანა ხდება უსაფრთხო ლოკაციებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ მიუსაფარი ძაღლების უკონტროლო გამრავლების ერთ-ერთი მიზეზია სიტუაცია, როცა მეპატრონე თავად ამბობს უარს ცხოველზე და მას ტოვებს ქუჩაში.
ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება და ასევე ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების როგორც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას უფასოდ.
„ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა, ცხოველის მეპატრონეების პასუხისმგებლობასაც გულისხმობს . იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის შედეგად შესაძლებელი გახდება ქუჩაში დატოვებული ცხოველის მეპატრონის იდენტიფიცირება. ასეთი მეპატრონეები კანონმდებლობის შესაბამისად ჯარიმდებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სერიოზულად დგას. მათი დიდი რაოდენობა ქვეყნისთვის პრობლემაა. მხოლოდ თბილისის ქუჩებში 33-დან 40 ათასამდე მაწანწალა ძაღლია.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ 2025 წლიდან აჭარაში, იმერეთსა და კახეთში, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.
ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა გაამკაცროს კონტროლი სახლის პირობებში შინაური ცხოველების მოშენებაზე. საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს შერეული ჯიშის (მეტისების) ძაღლების, ერთიან მონაცემთა ბაზაში დაურეგისტრირებელი ძაღლების და პოტენციურად მაღალი რისკის მქონე ძაღლების მოშენებას.
2026 წლიდან ჯიშიანი ძაღლებისა და კატების მოშენებისთვის საჭირო იქნება მუნიციპალიტეტიდან ნებართვის აღება, ვეტერინარული კლინიკის ცნობა და მოშენებაზე ნებართვა კლუბისგან. საქართველოში მოშენების წესების დარღვევა 3 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
მაღალი ჯარიმებია ასევე დაწესებული შინაური ცხოველების ქუჩაში დატოვებისთვის, დაურეგისტრირებელი ძაღლებისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროულად ჩაუტარებლობისთვის.