https://sputnik-georgia.com/20260401/rustavi-tbilisis-gzaze-saremonto-samushaoebi-tardeba-297905299.html
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
Sputnik საქართველო
აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე რამდენიმე კვირის წინ მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა, რის შედეგადაც სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები გაჩნდა. 01.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-01T15:41+0400
2026-04-01T15:41+0400
2026-04-01T15:41+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
რუსთავი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/63/248366320_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_05ac894b339ebe642f7de774b4780501.jpg
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე რამდენიმე კვირის წინ მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა, რის შედეგადაც სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები გაჩნდა.კვლევის მიხედვით, პროცესის ძირითადი მიზეზი გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ინტენსიური ჩადინებაა, რასაც ემატება მდინარე მტკვრის ჰიდროდინამიკური ზემოქმედება ნაპირდაცვით კონსტრუქციებზე, ასევე მიწისქვეშა წყლების დონის სეზონური მერყეობა. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც მოიცავს ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და უსაფრთხო გადაადგილებისთვის გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულ აღდგენას.აღდგენით სამუშაოებს დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდება. დროის ამ მონაკვეთში ავტომობილებით გადაადგილება ნაწილობრივ შეაზღუდება. პროექტის ღირებულება 3,5 მლნ ლარს შეადგენს.
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/63/248366320_164:0:2671:1880_1920x0_80_0_0_55a3fdd8f494d7f9a2d23496fb0f588a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, რუსთავი, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, რუსთავი, ახალი ამბები
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე რამდენიმე კვირის წინ მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა, რის შედეგადაც სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები გაჩნდა.
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე რამდენიმე კვირის წინ მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა, რის შედეგადაც სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები გაჩნდა.
„პრობლემის დაფიქსირებისთანავე უსაფრთხოების მიზნით დაზიანებულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა და გატარდა ყველა აუცილებელი პირველადი ღონისძიება. პარალელურად დარგის სპეციალისტების მიერ ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც იყო დაზიანების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა“, - განაცხადა კალაძემ.
კვლევის მიხედვით, პროცესის ძირითადი მიზეზი გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ინტენსიური ჩადინებაა, რასაც ემატება მდინარე მტკვრის ჰიდროდინამიკური ზემოქმედება ნაპირდაცვით კონსტრუქციებზე, ასევე მიწისქვეშა წყლების დონის სეზონური მერყეობა.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც მოიცავს ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და უსაფრთხო გადაადგილებისთვის გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულ აღდგენას.
აღდგენით სამუშაოებს დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდება. დროის ამ მონაკვეთში ავტომობილებით გადაადგილება ნაწილობრივ შეაზღუდება. პროექტის ღირებულება 3,5 მლნ ლარს შეადგენს.