რაგბი: საქართველოს ნაკრები ერთა თასის ახალ გათამაშებას ივლისში ურუგვაისთნ მატჩით დაიწყებს

© Сourtesy of Georgian Rugbyრაგბის ნაკრები
რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2026
გამოწერა
ცვლილების თანახმად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში საერთაშორისო დამკვირვებლად საქართველოს მოქალაქე ვეღარ დარეგისტრირდება.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. 2026 წლის 4 ივლისს საქართველოსა და ურუგვაის მორაგბეთა ნაკრებების მატჩით მსოფლიო რაგბის ახალი სანაკრებო ტურნირი – ერთა თასი დაიწყება.
ახალი ტუნირის ივლისის კალენდარი, 4-დან 18 ივლისის ჩათვლით, სამ სათამაშო დღეს (ჯამში 18 შეხვედრას) მოიცავს.
ტურნირში 2027 წელს გასამრთ მსოფლიო თასზე გასული 12 გუნდი ითამაშებს, რომლებიც რეგიონული პრინციპით, ორ ექვსგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდნენ.
A ჯგუფი ამერიკასა და ოკეანეთს აერთიანებს: კანადა, ჩილე, სამოა, ტონგა, ურუგვაი, აშშ.
B ჯგუფი ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა: საქართველო, ჰონკონგი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, ზიმბაბვე.
თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს წრიული სისტემით შეხვდება. თამაშები ივლისისა და ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს გაიმართება. მოპოვებული ქულები ერთიან სატურნირო ცხრილში აისახება და ნოემბრის ბოლოს თითოეულ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ერთა თასის პირველ, ისტორიულ ჩემპიონად გამოცხადდება.
ზაფხულის თამაშები სამხრეთ (9 მატჩი) და ჩრდილოეთ (9 მატჩი) ამერიკაში გაიმართება. საქართველო სამხრეთ ნახევარსფეროში ჩავა და 4 ივლისს მონტევიდეოში ურუგვაის ეთამაშება, 11 ივლისს ჩილეში სამოას დაუპირისპირდება, ხოლო 18 ივლისს, ასევე ჩილეში, მასპინძლებს შეხვდება.
2026 წლის ერთა თასის ივლისის კალენდარი:
I ტური. 4 ივლისი
ურუგვაი – საქართველო (21:00 თბილისის დროით, მონტევიდეო, ურუგვაი)
სამოა – ჰონკონგი (სანტიაგო, ჩილე)
ჩილე – რუმინეთი (სანტიაგო, ჩილე)
ტონგა – ზიმბაბვე (დენვერი, აშშ)
კანადა – ესპანეთი (ედმონტონი, კანადა)
აშშ – პორტუგალია (დენვერი, აშშ).
I I ტური. 11 ივლისი
ურუგვაი – რუმინეთი (მონტევიდეო, ურუგვაი)
სამოა – საქართველო (23:00, ვინია დელ მარი, ჩილე)
ტონგა – ესპანეთი (ედმონტონი, კანადა)
ჩილე – ჰონკონგი (ვინია დელ მარი, ჩილე)
აშშ – ზიმბაბვე (შარლოტი, აშშ)
კანადა – პორტუგალია (ედმინტონი, კანადა).
III ტური. 18 ივლისი
სამოა – რუმინეთი (მონტევიდეო, ურუგვაი)
ურუგვაი – ჰონკონგი (მონტევიდეო, ურუგვაი)
ტონგა – პორტუგალია (ვინიპეგი, კანადა)
ჩილე – საქართველო (02:00, ლა სერინა, ჩილე)
აშშ – ესპანეთი (კერი, აშშ)
კანადა – ზიმბაბვე (ვინიპეგი, კანადა).
მსოფლიო რაგბის საბჭომ ახალი ტურნირის – ერთა თასის დაფუძნების გადაწყვეტილება 2023 წლის ოქტომბერში მიიღო.
ახალი 24-გუნდიანი ტურნირი ერთა თასის სახელითაა ცნობილი და ის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. ერთა თასი 2 დივიზიონისგან შედგება. პირველ დივიზიონში 6 ერისა და სანზაარის წარმომადგენლებთან ერთად, ფიჯი და იაპონია არიან მიწვეული. საქართველო კი მეორე დივიზიონში ითამაშებს, სადაც მეორე ეშელონის ქვეყნებს დაუპირისპირდება.
პირველი დივიზიონი: ირლანდია, საფრანგეთი, ინგლისი, უელსი, იტალია, შოტლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ფიჯი, იაპონია.
მეორე დივიზიონი: საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი, აშშ, კანადა, ჩილე, ურუგვაი, ტონგა, ზიმბაბვე, ჰონგ კონგი, სამოა.
World Rugby-ს გადაწყვეტილებით, ახალი ტურნირი 2026 წელს დაიწყება და ორ წელიწადში ერთხელ – ივლისსა და ნოემბერში ჩატარდება. World Rugby-ს აზრით, ტურნირი წარმოგვიდგება, როგორც ნახევარსფეროების ბრძოლა.
ყველა ახალი ამბავი
0