https://sputnik-georgia.com/20260401/qvesheti-kobis-gzaze-perdi-chamoishala-297912148.html
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში ფერდის ჩამოშლისას სასაფლაოს ტერიტორია დაზიანდა
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში ფერდის ჩამოშლისას სასაფლაოს ტერიტორია დაზიანდა
Sputnik საქართველო
კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და ზიანს სრულად აანაზღაურებს. 01.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-01T19:27+0400
2026-04-01T19:27+0400
2026-04-01T19:27+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259873148_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_33e71d4be878c1ca2c0fa5634658824a.jpg
თბილის, 1 აპრილი - Sputnik. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სოფელ წკერეში ფერდის ჩამოშლის გამო სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის ორი საფლავი დაზიანდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას, თოვლის დნობის შედეგად სოფელ წკერეში დროებით გამაგრებული ფერდი 29 მარტს ჩამოიშალა. „ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გამაგრება და ტერიტორიის მოწესრიგება“, - ნათქვამია განცხადებაში.დეპარტამენტის ცნობით, კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და ზიანს სრულად აანაზღაურებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სტანდარტის დაცვით.საქართველო-რუსეთის საზღვრამდე მიმავალ ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის პროექტი 2019 წელს დამტკიცდა. 2021 წლის სექტემბერში ჩინურმა კომპანიამ China Railway 23rd Bureau Group Co მშენებლობა დაიწყო.პროექტის თანახმად, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც. პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მლრდ ლარია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259873148_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_dd99ba28ab82ad30ba2f55c224b9bd73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში ფერდის ჩამოშლისას სასაფლაოს ტერიტორია დაზიანდა
კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და ზიანს სრულად აანაზღაურებს.
თბილის, 1 აპრილი - Sputnik. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სოფელ წკერეში ფერდის ჩამოშლის გამო სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის ორი საფლავი დაზიანდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას, თოვლის დნობის შედეგად სოფელ წკერეში დროებით გამაგრებული ფერდი 29 მარტს ჩამოიშალა.
„ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გამაგრება და ტერიტორიის მოწესრიგება“, - ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და ზიანს სრულად აანაზღაურებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სტანდარტის დაცვით.
საქართველო-რუსეთის საზღვრამდე მიმავალ ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის პროექტი 2019 წელს დამტკიცდა. 2021 წლის სექტემბერში ჩინურმა კომპანიამ China Railway 23rd Bureau Group Co მშენებლობა დაიწყო.
პროექტის თანახმად, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც. პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მლრდ ლარია.