ქართული იუმორი, როგორც ურთიერთობის საშუალება და სიცოცხლის სიყვარულის გამოვლინება - ვიდეო

გამოწერა
ქართული იუმორი - ეს არის მსუბუქი ირონიის, სიცოცხლისმოყვარეობისა და ცხოვრებისეული სიბრძნის უნიკალური ნაზავი, რომელიც ზოგჯერ მძაფრ, „შავ იუმორში" გადადის.
იგი ხშირად ეეფუძნება პარადოქსებს, თვითირონიასა და გარშემომყოფთა მისამართით ხუმრობებს, ასევე ფაქტების გაზვიადებას. ქართველებს ნებისმიერი ყოფითი სიტუაციის სასაცილო ისტორიად გადაქცევის განსაკუთრებული უნარი აქვთ. ქართული იუმორი ხშირად მოითხოვს ენისა და ადგილობრივი დიალექტის ცოდნას, ვინაიდან ბევრი ხუმრობა სიტყვების თამაშზეა აგებული.
ზოგჯერ ქართული ხუმრობები, შეიძლება „უკბილო" იყოს, თუმცა ეს მხოლოდ საშუალებაა ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე მყარად დგომისა და გამძლეობის გამოსავლენად. იუმორი საქართველოში - უბრალოდ ხუმრობა არაა, ეს ურთიერთობის ფორმა და სიცოცხლის სიყვარულის გამოვლინებაა.
ყველა ახალი ამბავი
0