https://sputnik-georgia.com/20260401/avtomobilebze-aqcizis-gadasaxadi-gaizarda-297916396.html
საქართველოში ავტომობილების იმპორტის გადასახადი იზრდება – დეტალები
საქართველოში ავტომობილების იმპორტის გადასახადი იზრდება – დეტალები
Sputnik საქართველო
აქციზის გაზრდილი გადასახადი არ შეეხება მათ, ვინც უკვე შეიძინა ავტომობილი და მის ჩამოსვლას ელოდება 01.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-01T19:43+0400
2026-04-01T19:43+0400
2026-04-01T19:43+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/17/297289509_207:0:2243:1145_1920x0_80_0_0_abbe139555ece99d198c0c3fbad840f4.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის გაზრდას ითვალისწინებს.პროექტის თანახმად, აქციზის გადასახადის ზრდა შეეხება ორ წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს.ავტომობილის აქციზის გადასახადი საქართველოში ძრავის მოცულობისა და ავტომობილის წლოვანების მიხედვით განისაზღვრება. კუბური სანტიმეტრი (კუბი) წარმოადგენს ძრავის მოცულობის საზომ ერთეულს - მაგალითად, 2.0-იანი ძრავა ნიშნავს, რომ მისი მოცულობა 2 000 კუბურ სანტიმეტრს შეადგენს.ძირითადი ცვლილებები წლების მიხედვით:განსაკუთრებული რეგულაცია შეეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, რომლებსაც საჭე გადატანილი აქვთ: მათთვის აქციზის გადასახადი შესაბამისი ასაკის მარცხენასაჭიანი ავტომობილის ტარიფის სამმაგი ოდენობით განისაზღვრება.აღსანიშნავია, რომ გაზრდილი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ იმ პირებს, რომლებსაც ავტომობილები უკვე შეძენილი ჰყავთ და მათ საქართველოში ჩამოყვანას ელოდებიან.თავდაპირველად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვის შესახებ, თუმცა მოგვიანებით მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა აღნიშნულ აკრძალვაზე და მის ნაცვლად ძველ ავტომობილებზე სპეციალური აქციზი დაეწესებინა.გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი ბიზნეს-სექტორის პროტესტი გახდა. ექსპერტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, აკრძალვა ნეგატიურად იმოქმედებდა ბაზარზე არსებულ ფასებზე, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები კი ავტომობილის შეძენას ვერ შეძლებდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/17/297289509_461:0:1988:1145_1920x0_80_0_0_730f7a342769322f9950ba59a547b80b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოში ავტომობილების იმპორტის გადასახადი იზრდება – დეტალები
აქციზის გაზრდილი გადასახადი არ შეეხება მათ, ვინც უკვე შეიძინა ავტომობილი და მის ჩამოსვლას ელოდება
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის გაზრდას ითვალისწინებს.
პროექტის თანახმად, აქციზის გადასახადის ზრდა შეეხება ორ წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს.
ავტომობილის აქციზის გადასახადი საქართველოში ძრავის მოცულობისა და ავტომობილის წლოვანების მიხედვით განისაზღვრება. კუბური სანტიმეტრი (კუბი) წარმოადგენს ძრავის მოცულობის საზომ ერთეულს - მაგალითად, 2.0-იანი ძრავა ნიშნავს, რომ მისი მოცულობა 2 000 კუბურ სანტიმეტრს შეადგენს.
ძირითადი ცვლილებები წლების მიხედვით:
2 წლამდე ასაკის ავტომობილებზე გადასახადი უცვლელი რჩება და კვლავ 1,5 ლარი იქნება კუბურ სანტიმეტრზე. ასევე 1,5 ლარამდე გაიზრდება გადასახადი 4 წლის წინ გამოშვებულ ავტომობილებზე, რომლის ოდენობაც დღეს 1,2 ლარს შეადგენს.
5 წლის წინ გამოშვებული ავტომობილებისთვის გადასახადი 1 ლარის ნაცვლად 1,5 ლარი გახდება. 6 წლის წინ გამოშვებულ ავტომობილებზე კი გადასახადი თითქმის ორმაგდება — 0.8-დან 1,5 ლარამდე.
6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის, ახალი წესების თანახმად, გადასახადი კუბურ სანტიმეტრზე 4,5 ლარი იქნება.
განსაკუთრებული რეგულაცია შეეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, რომლებსაც საჭე გადატანილი აქვთ: მათთვის აქციზის გადასახადი შესაბამისი ასაკის მარცხენასაჭიანი ავტომობილის ტარიფის სამმაგი ოდენობით განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ იმ პირებს, რომლებსაც ავტომობილები უკვე შეძენილი ჰყავთ და მათ საქართველოში ჩამოყვანას ელოდებიან.
თავდაპირველად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვის შესახებ, თუმცა მოგვიანებით მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა აღნიშნულ აკრძალვაზე და მის ნაცვლად ძველ ავტომობილებზე სპეციალური აქციზი დაეწესებინა.
გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი ბიზნეს-სექტორის პროტესტი გახდა. ექსპერტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, აკრძალვა ნეგატიურად იმოქმედებდა ბაზარზე არსებულ ფასებზე, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები კი ავტომობილის შეძენას ვერ შეძლებდნენ.