https://sputnik-georgia.com/20260401/2025-wels-tanadapinanseba-gvinis-5-kompaniam-miigo-297902692.html
ღვინის ეროვნული სააგენტო: წელს თანადაფინანსება ღვინის მწარმოებელმა 5-მა კომპანიამ მიიღო
ღვინის ეროვნული სააგენტო: წელს თანადაფინანსება ღვინის მწარმოებელმა 5-მა კომპანიამ მიიღო
Sputnik საქართველო
პროგრამის მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდა და პრიორიტეტული ბაზრების დივერსიფიცირებაა. 01.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-01T14:42+0400
2026-04-01T14:42+0400
2026-04-01T14:42+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ქართული ღვინო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ff5d71f8d446cfe10e4a945ad82963cf.jpg
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. მიმდინარე წელს „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თანადაფინანსება ხუთმა კომპანიამ მიიღო, ნათქვამია ღვიის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში დაამტკიცა - პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს.დაფინანსების მისაღებად სულ 20 განაცხადი შევიდა - მათგან პირობები მხოლოდ აღნიშნულმა ხუთმა კომპანიამ დააკმაყოფილა. უწყების ცნობით, პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ მიზნობრივ ბაზრებზე ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 2025 წელს 676,6 ათასი ლიტრი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით მეტია.ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებისთვის ახორციელებს, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა), პრიორიტეტულ ბაზრებზე ახორციელებენ.გასულ წელს პროგრამით თანადაფინანსება ცხრა კომპანიამ მიიღო, ჯამურმა თანხამ 692.969 ლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_3b08d86fa869673d6f2c05ac203a8ae8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტო: წელს თანადაფინანსება ღვინის მწარმოებელმა 5-მა კომპანიამ მიიღო
პროგრამის მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდა და პრიორიტეტული ბაზრების დივერსიფიცირებაა.
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. მიმდინარე წელს „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თანადაფინანსება ხუთმა კომპანიამ მიიღო, ნათქვამია ღვიის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში დაამტკიცა - პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამურად 224.3 ათასი ლარის ოდენობის თანადაფინანსება შემდეგმა კომპანიებმა მიიღეს - „ვილა მოსავალი“, „მეღვინეობა ჩელთი“, „თიკო ისთეით“, „ბი ჯი ვაინსი“ და „ასკანელი ძმები“.
დაფინანსების მისაღებად სულ 20 განაცხადი შევიდა - მათგან პირობები მხოლოდ აღნიშნულმა ხუთმა კომპანიამ დააკმაყოფილა.
უწყების ცნობით, პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ მიზნობრივ ბაზრებზე ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 2025 წელს 676,6 ათასი ლიტრი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით მეტია.
„პროგრამის პირობების შესაბამისად, კომპანიებმა მიზანმიმართული მარკეტინგული აქტივობების შედეგად მნიშვნელოვნად გაზარდეს ექსპორტის მოცულობა ამერიკის, ევროპისა და აზიის ბაზრებზე, - აღნიშნულია განცხადებაში.
ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებისთვის ახორციელებს, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა), პრიორიტეტულ ბაზრებზე ახორციელებენ.
გასულ წელს პროგრამით თანადაფინანსება ცხრა კომპანიამ მიიღო, ჯამურმა თანხამ 692.969 ლარი შეადგინა.