https://sputnik-georgia.com/20260401/-sky-express-axal-mimartulebas-amatebs-297915116.html
ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
Sputnik საქართველო
ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაამატებს. 01.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-01T20:22+0400
2026-04-01T20:22+0400
2026-04-01T20:22+0400
საქართველო
საბერძნეთი
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_0:0:3167:1782_1920x0_80_0_0_dabdce1fe472af5561ea8aa6dac15f94.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე განახორციელებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება.ავიარეისები კვირაში ერთი სიხშირით - სამშაბათს - 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.საქართველოსა და საბერძნეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკით გამოირჩევა. გასულ წელს, ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო გზით 284.858-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 29%-ით აღემატება 2024 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (220.776). მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენებს ავიაკომპანიები - ეგეოსის ავიახაზები, Sky Express და Wizz Air-ი კვირაში 19 სიხშირით შეასრულებენ.
საქართველო
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_1fc1f9346b01f75e4db34b120c0d06c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საბერძნეთი , საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საბერძნეთი , საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაამატებს.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე განახორციელებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება.
ავიარეისები კვირაში ერთი სიხშირით - სამშაბათს - 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.
„Sky Express-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა. დღეისათვის ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ათენი - თბილისი - ათენის მიმართულებით ასრულებს. ჰერაკლიონი - თბილისი ავიაკომპანია Sky Express-ისთვის ახალი მიმართულებაა“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
საქართველოსა და საბერძნეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკით გამოირჩევა. გასულ წელს, ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო გზით 284.858-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 29%-ით აღემატება 2024 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (220.776).
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენებს ავიაკომპანიები - ეგეოსის ავიახაზები, Sky Express და Wizz Air-ი კვირაში 19 სიხშირით შეასრულებენ.