ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

© Fencing Federation Of Georgia სანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2026
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე, ხუთი წელია, რეიტინგის სათავეშია.
თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, რომლის ლიდერი კვლავ ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი 212 ქულით რეიტინგის სათავეშია და თავის მთავარ კონკურეტს, ფრანგ პატრის ჯინ ფილიპს 26 ქულით ასწრებს.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე, ხუთი წელია, რეიტინგის სათავეშია.
2025 წლის ივლისში სანდრო ბაზაძე კარიერაში მსოფლიო ჩემპიონი პირველად გახდა - სპორტსმენმა თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა, სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. კონტინენტის პირველობა პირველად მან 2022 წელს თურქეთში მოიგო, ხოლო მეორედ – 2023 წელს ბულგარეთში. ქართველი მოფარიკავე 2023 წელს ასევე გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებულიც.
ყველა ახალი ამბავი
0