https://sputnik-georgia.com/20260331/saertashoriso-damkvirvebeli-mxolod-ucxo-qveknis-moqalaqe-iqneba-297895915.html
საერთაშორისო დამკვირვებელი უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება: ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში"
საერთაშორისო დამკვირვებელი უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება: ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში"
Sputnik საქართველო
ცვლილების თანახმად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში საერთაშორისო დამკვირვებლად საქართველოს მოქალაქე ვეღარ დარეგისტრირდება. 31.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-31T21:00+0400
2026-03-31T21:00+0400
2026-04-01T14:38+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც საარჩევნო პროცედურებს, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მათი თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებს ეხება.საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 10 - წინააღმდეგ წავიდა.„საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილების თანახმად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში საერთაშორისო დამკვირვებლად საქართველოს მოქალაქე ვეღარ დარეგისტრირდება. კერძოდ, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსი უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეიძლება მიენიჭოს 18 წლის ასაკიდან. კოდექსში შეტანილი ცვლილებით რეგულირდება საერთაშორისო დამკვირვებლის თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურებიც. კერძოდ, არჩევნების დამკვირვებელთა თანმხლები თარჯიმნები ვალდებული იქნებიან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად გაიარონ.ასევე ჟურნალისტებს აეკრძალათ საარჩევნო უბნებზე აუდიოჩაწერა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ნებართვის გარეშე. ამჟამად, საარჩევნო უბნებზე მხოლოდ ფოტოვიდეო გადაღებაა დაშვებული იმ პირობით, რომ იგი ხელს არ შეუშლის საარჩევნო პროცესს.როგორც საპარლამენტო უმრალესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილება შესაძლებელს გახდის, მაქსიმალურად შემცირდეს იმის შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის„ პირადი მიკერძოების ჭრილში არაობიექტური და ორაზროვანი ინფორმაცია იყოს მიწოდებული“.„იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ შესაძლებლობა პოლიტიკურმა მიკერძოებამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის არასახარბიელო, ორგვაროვანი, ორჭოფული მიდგომები შექმნას, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში წარმომადგენლად ისეთი ადამიანი მოიხმოს, რომელიც გათავისუფლებული იქნება ქართული პოლიტიკური გემოვნების შიდა სიტუაციისგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესების მათეული შეფასება დაცლილი იქნება პოლიტიკური მდგენელისგან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, უცხოურ ქვეყანაში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომლის საქმიანობა ეფუძნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ შემდეგ პრინციპებს:ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მაქსიმუმ ორი საერთაშორისო დამკვირვებელი. საერთაშორისო დამკვირვებლებს შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი, რომელიც ცესკოში რეგისტრაციას მათთან ერთად გაივლის.ცვლილებებს წინ უძღოდა 2025 წლის დეკემბერში „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც საპარლამენტო არჩევნები და რეფერენდუმები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საერთაშორისო დამკვირვებელი უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება: ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში"
21:00 31.03.2026 (განახლებულია: 14:38 01.04.2026) ცვლილების თანახმად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში საერთაშორისო დამკვირვებლად საქართველოს მოქალაქე ვეღარ დარეგისტრირდება.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც საარჩევნო პროცედურებს, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მათი თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებს ეხება.
საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 10 - წინააღმდეგ წავიდა.
„საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილების თანახმად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში საერთაშორისო დამკვირვებლად საქართველოს მოქალაქე ვეღარ დარეგისტრირდება. კერძოდ, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსი უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეიძლება მიენიჭოს 18 წლის ასაკიდან. კოდექსში შეტანილი ცვლილებით რეგულირდება საერთაშორისო დამკვირვებლის თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურებიც.
კერძოდ, არჩევნების დამკვირვებელთა თანმხლები თარჯიმნები ვალდებული იქნებიან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად გაიარონ.
ასევე ჟურნალისტებს აეკრძალათ საარჩევნო უბნებზე აუდიოჩაწერა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ნებართვის გარეშე. ამჟამად, საარჩევნო უბნებზე მხოლოდ ფოტოვიდეო გადაღებაა დაშვებული იმ პირობით, რომ იგი ხელს არ შეუშლის საარჩევნო პროცესს.
როგორც საპარლამენტო უმრალესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილება შესაძლებელს გახდის, მაქსიმალურად შემცირდეს იმის შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის„ პირადი მიკერძოების ჭრილში არაობიექტური და ორაზროვანი ინფორმაცია იყოს მიწოდებული“.
„იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ შესაძლებლობა პოლიტიკურმა მიკერძოებამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის არასახარბიელო, ორგვაროვანი, ორჭოფული მიდგომები შექმნას, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში წარმომადგენლად ისეთი ადამიანი მოიხმოს, რომელიც გათავისუფლებული იქნება ქართული პოლიტიკური გემოვნების შიდა სიტუაციისგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესების მათეული შეფასება დაცლილი იქნება პოლიტიკური მდგენელისგან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, უცხოურ ქვეყანაში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომლის საქმიანობა ეფუძნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ შემდეგ პრინციპებს:
საქართველოს კანონმდებლობის, მისი სუვერენიტეტის და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;
საარჩევნო პროცესის შეფერხებისგან თავის შეკავება;
პოლიტიკური მიუკერძოებლობა;
საარჩევნო პროცესის მონაწილეებისგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;
არჩევნების დაკვირვების საერთაშორისო პრინციპების დეკლარაციით გაცხადებული დებულებების დაცვა.
ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მაქსიმუმ ორი საერთაშორისო დამკვირვებელი. საერთაშორისო დამკვირვებლებს შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი, რომელიც ცესკოში რეგისტრაციას მათთან ერთად გაივლის.
ცვლილებებს წინ უძღოდა 2025 წლის დეკემბერში „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც საპარლამენტო არჩევნები და რეფერენდუმები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.